ავტორი:

ხელჩართული ჩხუბი დმანისში - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

ხელჩართული ჩხუბი დმანისში - რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში

სოციალურ ქსელში გავრცელდა მაღაზიის სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო, სადაც ხელჩართული ჩხუბია ასახული. არსებული ინფორმაციით, ვიდეოკადრები დმანისში, ერთ-ერთი მაღაზიის სათვალთვალო კამერამ გადაიღო.

ტელეკომპანია "ფორმულასთან" დმანისის მერი, გიორგი ტატუაშვილი ამბობს, რომ ჩხუბის მიზეზის დასადგენად პოლიცია მუშაობს.

"არ ვიცი რა მოხდა, მაგას პოლიცია დაადგენს, მიზეზებსაც პოლიცია გამოიკვლევს. ახალგაზრდებს შორის ჩხუბი არის, რასაც ვუყურებ... პოლიციის დასადგენია, იმიტომ, რომ ბევრი ადამიანი ბევრ რაღაცას იტყვის, მაგრამ უშუალოდ იმ კადრებში მონაწილე სუბიექტებს რომ გამოკითხავენ, პოლიცია ალბათ გამოაცხადებს, კონფლიქტის მიზეზი რა იყო" - ამბობს "ფორმულასთან" დმანისის მერი.

ამ ეტაპზე უცნობია არიან თუ არა დაშავებულები. ადგილზე ახლა სიმშვიდეა და ვითარება განმუხტულია.

ნახეთ ვიდეო:

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/U-B7HkrYqd0" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

"მარინა ბერიძე ზურას ჩრდილს ვერ მიაყენებს... მე ეს კაცი გავაბედნიერე" - რას ჰყვება რუსუდან მუმლაძე მეუღლის ყოფილ ოჯახზე და როგორ პასუხობს ცნობილ პროდიუსერს

"გუშინდელი შერიგება არის პროცესების გაყინვა, დროებითი ჩახშობა - რთული რეგიონია" - რას ამბობს კონფლიქტოლოგი დმანისის მოვლენებზე?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები CERN-ის საერთაშორისო კონფერენციაში - CHEP 2021 იღებენ მონაწილეობას