ავტორი:

"ოთხი ბიჭი მოვიდა. ლუდი უნდოდათ "ნისიად“...ვუთხარი, რომ ვერ გავატანდი...მამამთილს ცემა დაუწყეს" - მაღაზიის გამყიდველი დმანისში მომხდარი ჩხუბის მიზეზებზე საუბრობს

"ოთხი ბიჭი მოვიდა. ლუდი უნდოდათ "ნისიად“...ვუთხარი, რომ ვერ გავატანდი...მამამთილს ცემა დაუწყეს" - მაღაზიის გამყიდველი დმანისში მომხდარი ჩხუბის მიზეზებზე საუბრობს

დმანისში მდებარე მაღაზიის გამყიდველის ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად“ მიცემაზე უარი უთხრა.

როგორც მაღაზიის გამყიდველი აცხადებს, ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

"ოთხი ბიჭი მოვიდა. ლუდი უნდოდათ "ნისიად“. ვუთხარი, რომ ვერ გავატანდი, რადგან ადგილზე უფროსი არ იყო. შეურაცხყოფა მომაყენეს. მითხრეს, დამარტყამდნენ. ამ ხმაურზე ჩემი მამამთილი გამოვიდა და უთხრა, რომ ქალისთვის ხელის დარტყმა არ შეიძლებოდა. მათ მამამთილს ცემა დაუწყეს. პოლიციას გამოვუძახეთ. ჩვენებაც მივეცი. მოგვიანებით უკვე ამ ბიჭებთან ერთად 40-მდე ახალგაზრდა მოვიდა. ხელკეტებით იყვნენ. ყველაფერი დალეწეს”, - განუცხადა მაღაზიის გამყიდველმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება მოხდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებიან.

დმანისის მერის გიორგი ტატუაშვილის ინფორმაციით, ქალაქ დმანისში დაპირისპირება ახალგაზრდებს შორის მოხდა. როგორც მან "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაპირისპირების შედეგად მძიმედ არავინ დაშავებულა და საავადმყოფოში ამ დროისთვის არც ერთი პირი არ იმყოფება.

სოციალურ ქსელში გავრცელებული სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო, სადაც მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაა ასახული:

2 დღიანი გაუჩინარების შემდეგ პოლიციაში მივიდა პირი, რომელმაც სავარაუდოდ, წყალტუბოში მოსწავლე დაჭრა

"ყოფითი კონფლიქტია, ვახო სანაიამ და ტელევიზიებმა ისე გააბუქეს, რომ ბუზი სპილოდ აქციეს" - ადვოკატი

"მე და სხვა მოსამართლეები ბედნიერი ვიქნებით, რომ მალე ნაზიბროლა ჯანეზაშვილი საბჭოს წევრი აღარ იქნება" - დიმიტრი გვრიტიშვილი