ავტორი:

დმანისში, ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ქვებს ესვრიან - არიან დაშავებულები: ბოლო ცნობები ადგილიდან

დმანისში, ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფები ერთმანეთს ქვებს ესვრიან - არიან დაშავებულები: ბოლო ცნობები ადგილიდან

ქალაქ დმანისში, ადგილობრივი მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფებს შორის ვითარება დაპირისპირების გამო, დაძაბულია. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს ქვებს ესვრიან და ჯოხებს ურტყამენ.

მხარეებმა პოლიციის კორდონის გარღვევა მოახერხეს.

ადგილზე სამართალდამცავების დამატებითი ჯგუფები მიიყვანეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია დაახლოებით 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელია.

ცნობისთვის, დმანისში ერთ-ერთ მაღაზიასთან დაპირისპირება გუშინაც მოხდა. სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხების და სხვადასხვა ნივთების გამოყენებით უპირისპირდებოდნენ.

საქართველოში კორონავირუსის 1 562 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"ჩამოდიოდაო, შეეშინდაო ხანძარი რომ დაინახა... ჟალუზებს მოყვებოდაო და ჩამოვარდა" - რას ყვებიან პეკინზე, კორპუსში გაჩენილი ხანძრის შესახებ მოქალაქეები

როგორ გაიმართება წელს "ბოლო ზარი" - განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სკოლებს