ავტორი:

დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება

დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება

ე.წ. კომენდანტის საათი 21:00 საათის ნაცვლად, 23:00 საათიდან ამოქმედდება. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ე.წ. კომენდანტის საათის მოქმედების ვადა 23:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ცვლილება დღეიდან ამოქმედდება.

"ეპიდემიოლოგიური ტენდენციის დეტალური ანალიზის საფუძველზე, საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ. დღეიდან გადადგილებაზე შეზღუდვა იმოქმედებს 23:00 საათიდან 05:00 სთ-მდე პერიოდში. მივმართავთ მოქალაქეებს, გაივალისწინონ, რომ გამკაცრდება რეგულაციის აღსრულების ადმინისტრირება, რაც ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვა ამოქმედდება ზუსტად 23:00 საათზე.

ამავდროულად, განვმარტავთ, რომ ძალაში რჩება ყველა ის გადაადგილების უფლება, რომელიც პირებს თუ ორგანიზაციებს ჰქონდათ 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, ანუ თავიდან მათ არ დასჭირდებათ ამ უფლების მოპოვება“, - განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.

პოსტკოვიდური სინდრომის მიმდინარეობა, პრევენცია და მკურნალობა -  აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის რეკომენდაციები

ჭიათურაში, პროტესტის ნიშნად, ადამიანებმა პირი ამოიკერეს - მათი განცხადებით, "ჯორჯიან მანგანეზის" სამუშაოების გამო სახლები დაიბზარა

"ქეიფს რატომ უნდა შესწირო შენი ახლობლის სიცოცხლე? ეს ადამიანები ვინ არიან?! სად გაჩნდნენ?!" - პაატა იმნაძე