ავტორი:

29 წლის ლასო აბუთიძის მკვლელებს სასამართლომ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - რას აცხადებს პროკურატურა?

29 წლის ლასო აბუთიძის მკვლელებს სასამართლომ 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - რას აცხადებს პროკურატურა?
  • ფოტოზე: ლასო აბუთიძე

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებულ პირებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამის თაობაზე ინფორმაცია გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა. საქმე ეხება გასული წლის 22 აგვისტოს, გამთენიისას, ამბროლაურის სოფელ აგარაში მომხდარ შემზარავ დანაშაულს. იმ საბედისწერო ღამეს მოკლეს 29 წლის ვლას (ლასო) აბუთიძე, რომელიც საკუთარი სახლიდან, იმავე სოფელში, თავისივე კოტეჯში მდგმურებთან იყო მისული.

როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცები ქალებთან შეჭრას შეეცადნენ. მუშებსა და აბუთიძეს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც მკვლელობა მოჰყვა.

ადგილობრივები იმჟამად ჰყვებოდნენ, რომ ბიჭი სცემეს და ხელით მოგუდეს. დამნაშავეები ნასვამები იყვნენ. ძალოვნებმა ეს დანაშაული ოპერატიულად გახსნეს და დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2001 წელს დაბადებული 2 პირი: ვ.ს. და ი.ქ. დააკავეს.

მკვლელობაში ბრალდებულები ტყიბულის სოფელ მუხურადან ამბროლაურში სამუშაოდ იყვნენ ჩასულები.

დამნაშავეების მიმართ გამოტანილი განაჩენის თაობაზე განცხადება გაავრცელა პროკურატურამ, რომელშიც ვკითხულობთ:

"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვის გზით განზრახ მოკლეს ლ.ა. იმავდროულად ვ.ს. ფიზიკურად გაუსწორდა მ.ც.-ს, რომელიც ლ.ა.-ს მკვლელობაში ბრალდებულებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. ი.ქ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად), ხოლო ვ.ს.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა და ძალადობა) წარედგინათ. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი.ქ. და ვ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია განცხადებაში.

სექსუალური ხასიათის დანაშაული 5 წლის ბავშვის მიმართ - დმანისში მომხდარ საზარელ დანაშაულში ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა ემუქრება

ვინ არის ე.წ. კანონიერი ქურდი "ლაშა სვანი", რომელიც უკრაინაში დააკავეს - დანაშაულები საქართველოში, რუსეთში, უკრაინასა და იტალიაში

2 დღიანი გაუჩინარების შემდეგ პოლიციაში მივიდა პირი, რომელმაც სავარაუდოდ, წყალტუბოში მოსწავლე დაჭრა