ავტორი:

"რუსეთი ყველა ნაბიჯს დგამს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება ბევრი მისი მეზობლის მტრობისა და არაპროგნოზირებულობის გამო" - პესკოვი

"რუსეთი ყველა ნაბიჯს დგამს, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოება ბევრი მისი მეზობლის მტრობისა და არაპროგნოზირებულობის გამო" - პესკოვი

რუსეთი ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს, რათა უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება ბევრი მისი მეზობლის მტრობისა და არაპროგნოზირებულობის ფონზე , - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, მოსკოვი ღიაა მეგობრული დიალოგისთვის ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით.

”რუსეთი, ზოგადად, ყველა საჭირო ნაბიჯს დგამს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მისი მეზობლების არაპროგნოზირებადობისა და მტრობის ფონზე”, - აღნიშნა პესკოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მტრულ რიტორიკაზე რუსეთი შესაბამისად რეაგირებს.

„უკრაინის მხრიდან კვლავ გვესმის უფრო მეტი მტრული რიტორიკა. რუსეთი არ არის სხვადასხვა ფობიების წყარო, რუსეთი არ არის სხვადასხვა სანქციების ინიციატორი, რუსეთი არ არის საზღვარზე შეიარაღებული ძალების მობილიზების ინიციატორი და ა.შ. რუსეთი რეაგირებს ამაზე", - განაცხადა პესკოვმა.

ისრაელმა "ჰამასის" სამი მეთაურის სახლები დაბომბა - რა ინფორმაციას ავრცელებს მედია?

"ისრაელი სარაკეტო თავდასხმაზე ძალიან მკაცრ რეაგირებას მოახდენს" - ბენიამინ ნეთანიაჰუ

ესპანეთმა სეუტას ანკლავში, სადაც ათასობით მიგრანტი შეიჭრა, ჯარი შეიყვანა - როგორი ვითარებაა ადგილზე