ავტორი:

"ყველა წარმოება ტირის... გზა არ რჩება და 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი" - გაძვირდება თუ არა პური?

"ყველა წარმოება ტირის... გზა არ რჩება და 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი" - გაძვირდება თუ არა პური?

ჩვენთვის 53 - ლარიანმა სუბსიდირებამ აზრი დაკარგა - თუ 53 ლარის ნაცვლად 50 ლარად მოგვცემენ ფქვილს, მაშინ კიდევ რაღაცით ჩვენს წარმოებებს შევინარჩუნებთ და იმ ტემპს შევინარჩუნებთ, რომელიც არის, ან სხვა გზა არ რჩება 10 თეთრით მაინც უნდა მოემატოს პროდუქციას ფასი, - ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა წარმოებაში გარკვეული პრობლემებია.

„ჩვენ შეგვითანხმდნენ, რომ 53 ლარად მივიღებდით ფქვილს და ეს ხორციელდება უკვე მეექვსე თვეა. ამ ექვს თვეში თქვენ იცით, რომ ვალუტა შეიცვალა, საფუარის ფასი შეიცვალა, მარილის ფასი შეიცვალა, ყველაფრის ფასი შეიცვალა, საწვავის ფასზე რა ამბავია და დისტრიბუცია ძალიან გართულდა, კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა პური შეფუთული გამოდის და ესეც გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რადგან შესაფუთი მასალა საქართველოში თითქმის არ მზადდება და შემოდის უცხოეთიდან. რაც აქ მზადდება ისიც ძალიან ძვირია. ჩვენ, მცხობელები არ ჩავვარდით კარგ დღეში და მივმართეთ კიდევაც, რამდენჯერმე იყო საუბარი იმაზე, რომ ჩვენთვის 53- ლარიანმა სუბსიდირებამ აზრი დაკარგა. ყველა წარმოება ტირის, ყველა წარმოებაში არის გარკვეული პრობლემები და როგორც ასოციაციის თავმჯდომარეს მომმართავენ, რომ მე ეს გავახმოვანო და ვუთხრა სახელმწიფო ორგანოებს, ვისაც ეს საკითხი ხელეწიფება, თუ 53 ლარის ნაცვლად 50 ლარად მოგვცემენ ფქვილს, მაშინ კიდევ რაღაცით ჩვენს წარმოებებს შევინარჩუნებთ და იმ ტემპს შევინარჩუნებთ რომელიც არის, ან სხვა გზა არ რჩება დღევანდელ დღეს, 10 თეთრით მაინც უნდა მოუმატოს პროდუქციას ფასი, რომ ჩვენ რაღაცნაირად თავი შევინახოთ და გავიტანოთ ჩვენი წარმოება. გარდა ამისა, მინდა აღვნიშნო, რომ საშინლად გვემსახურება ყველა მომსახურე კომპანია, დაწყებული წყლიდან დამთავრებული ბუნებრივ აირამდე“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.

"მინდა, გავიგო რას აპირებს გახარია" - ირაკლი ღარიბაშილი

მღვიმეები და კანიონები 26 მაისიდან იხსნება - რა ეღირება ვიზიტი დაცულ ტერიტორიებზე

ლარი 5 პუნქტით გამყარდა - როგორია ეროვნული ვალუტის კურსი