ავტორი:

"შეთანხმება იქნა მიღწეული, ერთმანეთს მიუტევეს და შეურიგდნენ" - აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი

"შეთანხმება იქნა მიღწეული, ერთმანეთს მიუტევეს და შეურიგდნენ" - აღმოსავლეთ საქართველოს მუფტი

დმანისში დაპირისპირებული მხარეების შეხვედრა კონფლიქტის დასრულებაზე შეთანხმებით დამთავრდა. მხარეები დმანისის მერიის შენობაში იმყოფებოდნენ, სადაც შერიგების ნიშნად ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოს მუფტმა, ეტიბარ ემინოვმა განაცხადა, კონფლიქტის გაღვივება და გაგრძელება არ უნდა მოხდეს.

„სასულიერო პირების, სახელმწიფო წარმომადგენლების, თვითონ მოსახლეობის, ორივე მხარის ჩართულობით, შეთანხმება იქნა მიღწეული, ერთმანეთს მიუტევეს, შეურიგდნენ და ეს ძალიან სასიხარულო, მისასალმებელია.

მე, როგორც სასულიერო პირს ადგილობრივების მიმართ რჩევა მექნება, რომ შორეულ ახლობელს ახლო მეზობელი ყოველთვის ჯობია, გაუფრთხილდნენ ერთმანეთის მეზობლობას და როგორც დღეს იქნა შეხვედრაზე შეთანხმება, შერიგება მიღწეული, დაიცავენ, ეს სხვებისთვისაც მაგალითი იქნება და დამთავრებულად ჩაითვლება ეს კონფლიქტი.

დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი შორსმჭვრეტელი, ჭკვიანი ხალხია და ისინი არასდროს დაუშვებენ, რომ კონფლიქტი გაღვივდეს, გაგრძელდეს, ისინი შერიგების და მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრეები არიან და ამას შეასრულებენ აუცილებლად. საქართველოში მცხოვრებ ყველა ეთნოსს ერთი მიზანი უნდა გვქონდეს, ხელი ჩავჭიდოთ და საქართველოს გაძლიერებაზე ვიფიქროთ“, - განაცხადა ერთ-ერთმა სასულიერო პირმა.

"გუშინდელი შერიგება არის პროცესების გაყინვა, დროებითი ჩახშობა - რთული რეგიონია" - რას ამბობს კონფლიქტოლოგი დმანისის მოვლენებზე?

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები CERN-ის საერთაშორისო კონფერენციაში - CHEP 2021 იღებენ მონაწილეობას

"მოგიწოდებთ განსაკუთრებული სიფრთხილისკენ... არსებობს თაღლითობის განხორციელების რისკი" - ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს