ავტორი:

"დეტალურად გავიარეთ წინასაარჩევნო კამპანიის გეგმა" - რაზე იმსჯელეს "ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე და რატომ არ ესწრებოდა მას კახა კალაძე

"დეტალურად გავიარეთ წინასაარჩევნო კამპანიის გეგმა" - რაზე იმსჯელეს "ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე და რატომ არ ესწრებოდა მას კახა კალაძე

შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი იქნება ზედმიწევნით შესრულებული, მმართველ გუნდს ამის მზაობა აქვს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, პოლიტსაბჭოს სხდომაზე დეტალურად განიხილეს ის გეგმა, რაც“ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება.

„შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტი იქნება ზედმიწევნით შესრულებული, მმართველ გუნდს ამის მზაობა აქვს.

მეორე საკითხი, რაც პოლიტსაბჭოს სხდომაზე დეტალურად გავიარეთ, იყო ის გეგმა, რაც“ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის სჭირდება მერების და სხვა კანდიდატების ასარჩევად, მათ შორის, რა წესით უნდა ჩატარდეს შერჩევა საკრებულოს მაჟორიტარული თუ პროპორციული სიის წარმომადგენლების რაიონებში. იცით, რომ უახლოეს პერიოდში ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწევს საარჩევნო კამპანიის დაწყება, შესაბამისი წესების დადგენა არის შიდა სამზარეულო, რომელიც ძალიან მნიშნველოვანია“, - აცხადებს მდინარაძე.

კითხვაზე, თუ რატომ არ ესწრებოდა პოლიტსაბჭოს სხდომას კახა კალაძე, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ მან სხდომაზე დასწრება ვერ მოახერხა, თუმცა, დღის განმავლობაში საარჩევნო თემებზე მუშაობდა.

„კახი კალაძე პარტიის ოფისში ორჯერ ვნახეთ, აქ კონსპირაცია არ გამოვა. საარჩევნო თემებზე მასთან ერთად ვიმუშავეთ რამდენიმე საათის განმავლობაში. ის არამხოლოდ თბილისის მერი, პარტიის გენერალური მდივანია, ამ ეგიდით 2 სხვადასხვა შეხვედრა ჩატარდა, ასევე ემზადება, ხვალ, თუ ზეგ პრეზენტაცია აქვთ დაგეგმილი. დღეს საღამოს ვერ მოახერხა დასწრება, აქედან ჩვენ ვერ შევქმნით რაიმე ისეთს, რაც გაინტერესებთ ხოლმე“, - აღნიშნავს მდინარაძე.

კითხვაზე, იქნება თუ არა კახი კალაძე თბილისის მერობის კანდიდატი, მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ დათქმულ ვადებში გახდება ცნობილი კანდიდატების შესახებ, რაც შეეხება კახა კალაძეს, მდინარაძის თქმით, „კახი არის გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსეული ლიდერი, ასევე თბილისის საუკეთესო მერი“.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ევროკომისიის კრიტიკულმა შეფასებამ შეიძლება "დომინოს პრინციპით" იმოქმედოს..." - რა პროგნოზს აკეთებს ექსპერტი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"