ავტორი:

"ვერანაირად ვერ გამოვიყვანთ სკანდალს, ნიკა მელია თავის ხელმძღვანელთან შესახვედრად წავიდა - პარლამენტში შემოსვლა მოუწევთ, რაც არ უნდა იბაქიბუქონ" - მდინარაძე

"ვერანაირად ვერ გამოვიყვანთ სკანდალს, ნიკა მელია თავის ხელმძღვანელთან შესახვედრად წავიდა - პარლამენტში შემოსვლა მოუწევთ, რაც არ უნდა იბაქიბუქონ" - მდინარაძე

ვერანაირად ვერ გამოვიყვანთ რაიმე სკანდალს, ადამიანი თავის ხელმძღვანელთან შესახვედრად წავიდა , - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას კიევში, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილია “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი და რეალური თავმჯდომარის წინაშე ყველა ანგარიშვალდებულია.

“ვერანაირად ვერ გამოვიყვანთ რაიმე სკანდალს, ადამიანი თავის ხელმძღვანელთან შესახვედრად წავიდა. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, სააკაშვილია “ნაციონალური მოძრაობის” რეალური ლიდერი და ყველა სხვა ლიდერი “ნაციონალური მოძრაობისა” ანგარიშვალდებულია რეალური თავმჯდომარის წინაშე.

არჩევნების შემდეგ, რევოლუციური სცენარი იყო, კონკრეტული მტკიცებულებები წარმოვადგინეთ. იმის გამო ეს გეგმები ვერ განახორციელეს, მათ ამ ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი უნდათ. მათ ასევე პარლამენტში შემოსვლა მოუწევთ, ასე მგონია, რაც არ უნდა იბაქიბუქონ”, - განაცხადა მდინარაძემ.

ზურაბ ჯაფარიძე თბილისის მერის პოსტზე კენჭისყრას აპირებს

ფრიდონ ინჯია საგამოძიებო კომისიას სთავაზობს, რომ არჩევნების შედეგების გადათვლისას უბნების ასარჩევად ლოტოს პრინციპი გამოიყენონ

გოგი წულაიამ კვლავ შიმშილობა დაიწყო, ის უარს ამბობს მედიკამენტების მიღებაზეც