ავტორი:

როგორ გამოიყურება განახლებული პეტრას ციხე, რომლის რეაბილიტაციაზეც 2 მლნ ლარი დაიხარჯა - ფოტოები

როგორ გამოიყურება განახლებული პეტრას ციხე, რომლის რეაბილიტაციაზეც 2 მლნ ლარი დაიხარჯა - ფოტოები

პეტრას ციხეზე ინფრასტრუქტურის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულდა და დღეიდან ისევ შეძლებს უმასპინძლოს ვიზიტორებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, განახლებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ახალ სეზონზე ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად იქცევა.

„დღეს უკვე განახლებული პეტრას ციხე უმასპინძლებს ვიზიტორებს. 3 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობა მუშაობდა ამ პროექტზე. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. მიხარია, რომ განახლებული ინფრასტრუქტურით შევხვდებით ახალ სეზონს. ასევე, აქ მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები. დარწმუნებული ვარ, რომ პეტრას ციხე გახდება როგორც ქობულეთისთვის, ასევე მთლიანად აჭარისთვის ახალი, განახლებული ტურისტული მიმართულება“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ცნობით, პეტრას ციხეზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 2 მლნ ლარი დაიხარჯა.

ამასთან, აშენდა ადმინისტრაციული შენობა, ვიზიტორთა ცენტრი, არქეოლოგიური მუზეუმი და სამუზეუმო სივრცეები, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს, ადაპტირებული ლიფტები, ავტოპარკინგი.

ხვალიდან 37 გრადუსამდე დათბება - როგორია უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

მემანქანე, რომელმაც თბილისის მეტროს გახსნის დღეს პირველი მატარებელი გაატარა, გარდაიცვალა

ვინ არის პირველი ქართველი სტუდენტი, რომელმაც ვინც ჰაუზერის გრანტი მოიპოვა - ონისე წულაია “ნიუ-იორკის უნივერსიტეტში” ისწავლის