ნათია კობერიძე: "იმედიდან" ახსნა-განმარტების გარეშე გამათავისუფლეს”

ნათია კობერიძე: "იმედიდან" ახსნა-განმარტების გარეშე გამათავისუფლეს”

ტელეკომპანია "იმედიდან" "სპეციალური რეპორტაჟის" წამყვანი ნათია კობერიძე გაათავისუფლეს. ეს ის "სპეციალური რეპორტაჟია", რომლის ფორმატშიც 13 მარტს ცნობილი "მოდელირებული ქრონიკა" გადაიცა. "ambebi.ge" ნათია კობერიძეს დაუკავშირდა და ტელკომპანიიდან მისი წამოსვლის მიზეზების გარკვევა სცადა.

- რა გახდა ტელეკომპანიიდან თქვენი წამოსვლის მიზეზი?

- ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამათავისუფლეს.

- თქვენი გათავისუფლება ცნობილ "მოდელირებულ ქრონიკას" უკავშირდება?

- ამ საკითხთან დაკავშირებით, მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შემიძლია. "მოდელირებულ ქრონიკასთან" არაფერ კავშირში ვარ, რადგან ეს რეპორტაჟი საინფორმაციო სამსახურმა მოამზადა და "სპეციალურ რეპორტაჟს" შეუთავსეს. ამის შემდეგ ჩვენ დავრჩით ეთერში და გადატანილი კოშმარის მიუხედავად, გადაცემა ძალიან რეიტინგული იყო.

- როგორ ფიქრობთ, "იმედი” რატომ დაგატოვებინეს?

- არხის ხელმძღვანელებს პრეტენზიები ვერ ექნებათ ჩემს პროფესიონალიზმთან, ან იმ გადაცემის ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც მიმყავდა. ამის მიუხედავად, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათ მთლიანად შეცვალეს არხის სტრუქტურა და შემადგენლობა. მე ახსნა-განმარტება მოვითხოვე, რომელიც ვერ მივიღე. მათ კანონით აქვთ უფლება ახსნა-განმარტება არ გააკეთონ, თუმცა ეს ფაქტი სპეკულა'ციების საშუალებას იძლევა. თუნდაც, ალბათ, იმიტომ დამატოვებინეს "იმედი", რომ მოდელირებული ქრონიკის გამო არხის ხელმძღვანელობა გავაკრიტიკე. 

- თუ გაქვთ შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, გეგმები?

- ჯერ ეს ყველაფერი ახალი ამბავია და ვნახოთ... ვიმედოვნებ უმუშევარი არ დავრჩები.

მარიამ სხილაძე

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები