ავტორი:

"ჩინური ვაქცინები დაცვის თვალსაზრისით მცირედით ჩამორჩებიან წამყვან ვაქცინებს, მაგრამ მათაც აქვთ დაცვის ძალიან კარგი პროცენტი" - ცერცვაძის თქმით, 2 კვირაში "სინოფარმის" დიდი პარტია შემოვა

"ჩინური ვაქცინები დაცვის თვალსაზრისით მცირედით ჩამორჩებიან წამყვან ვაქცინებს, მაგრამ მათაც აქვთ დაცვის ძალიან კარგი პროცენტი" - ცერცვაძის თქმით, 2 კვირაში "სინოფარმის" დიდი პარტია შემოვა

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ჩინური ვაქცინები უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მათ გართულებების ყველაზე დაბალი რიცხვი აქვთ.

მისივე თქმით, „სინოვაკი“, რომლითაც ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება, 30 ქვეყანაში გამოიყენება.

„სინოვაკი“ არის ერთ-ერთი ორი ყველაზე ცნობილი ჩინური ვაქცინიდან. ორივეს, „სინოფარმს“ და „სინოვაკს“ დღესდღეობით საკმაოდ კარგი რეპუტაცია აქვს. 50-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება „სინოფარმი“ და დაახლოებით 30 ქვეყანაში „სინოვაკი“. თურქეთი და აზერბაიჯანი მთლიანად „სინოვაკის“ ვაქცინით იცრებიან. კვლევის შედეგები კარგია.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, ითვლება, რომ ჩინური ვაქცინები სწორედ უსაფრთხოების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და მათ აქვთ ყველაზე უფრო დაბალი რიცხვი გართულებების. შესაძლოა, ჩინური ვაქცინები დაცვის თვალსაზრისით მცირედით ჩამორჩებიან წამყვან ვაქცინებს, მაგრამ მათაც აქვთ დაცვის ძალიან კარგი პროცენტი, განსაკუთრებით კრიტიკულად მძიმე შემთხვევებისგან და ასევე, აქვთ უსაფრთხოების ძალიან კარგი პროფილი. ასე რომ, მოსახლეობას შეუძლია თამამად გააგრძელოს მაღალი აქტივობა ვაქცინაციის პროცესში“ , - განაცხადა ცერცვაძემ.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, 2 კვირაში ქვეყანაში „სინოფარმის“ ვაქცინის დიდი პარტია შემოვა.

„არ მაქვს ინფორმაცია, რომ ვაქცინა არ გვაქვს. არ მგონია, ვაქცინაციის პროცესში წყვეტა იყოს. გრძელდება „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია, ადგილები საკმარისია „ასტრაზენეკას“ სეგმენტში.

„სინოფარმის“ პირველადი ვაქცინაცია ამ ეტაპზე დასრულდა, განმეორებით დოზებზე იწყება. ამისთვის საკმარისი მარაგი გვაქვს.

სულ რაღაც 2 კვირაში ველით „სინოფარმის“ ძალიან დიდი პარტიის შემოტანას, როგორც ჯანდაცვის სამინისტრო გვარწმუნებს, არანაირი წყვეტა არ იქნება ვაქცინის მიწოდებაში“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

ცნობისთვის, ჩინური ვაქცინა „სინოვაკით“ ვაქცინაცია მომდევნო კვირიდან დაიწყება. „სინოვაკით“ აცრას 18 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ.

"ბავშვების მხრიდან იყო გარკვეული გაუცხოება, ცრუ წარმოდგენები და შიშები" - რას ჰყვება ნინო ლომჯარია ნინოწმინდის პანსიონში ვიზიტის შემდეგ

ბათუმში მიკროავტობუსი არხში გადავარდა

გაზგამანაწილებელი მცირე კომპანიების ტარიფები დაკორექტირდა