ავტორი:

"ადამიანებმა ციხის შიში დაკარგეს, არა მელიას გამო, არამედ იმიტომ, რომ იქ აღარ აწამებენ, მათ ღირსებას ფეხით არ უვლიან" - ვოლსკი

"ადამიანებმა ციხის შიში დაკარგეს, არა მელიას გამო, არამედ იმიტომ, რომ იქ აღარ აწამებენ, მათ ღირსებას ფეხით არ უვლიან" - ვოლსკი

ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ციხის შიში ადამიანებმა დიდი ხანია დაკარგეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის განცხადების საპასუხოდ განუცხადა, რომლის მიხედვითაც ნიკა მელიამ ციხის შიში გააქრო.

"ციხის შიში ადამიანებმა დიდი ხანია დაკარგეს, არა მელიას გამო, არამედ იმის გამო, რომ იქ აღარ აწამებენ და მათ ადამიანურ ღირსებას ფეხით არ უვლიან, როგორც ეს სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო და რომლის აქტიური ნაწილი იყო მელიაც და ბევრი პოლიტიკოსიც.

ნიკა მელიას შეეძლო გარკვეული წარმატება ჰქონოდა, რომ გამიჯვნოდა სადისტურ რეჟიმს, რომელსაც სააკაშვილი დღემდე განაგებს. თუკი მელია ამ შემადგენლობაში რჩება, ნიშნავს, რომ ისიც პოტენციური დამნაშავეა და განმახორციელებელი იმ დანაშაულების, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია უკვე გამარჯვებულია, იმიტომ, რომ ვერ გატეხეს და ციხის შიში საერთოდ გააქრო.

„შიში რეპრესიების და ზეწოლების, რაც ამდენი წელი არსებობდა. როდესაც ადამიანი ასეთ სტანდარტს ქმნის, სხვები ვალდებულები არიან მიჰყვნენ მის გამბედაობას და სტანდარტს. ეს არის გარდამტეხი მომენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, ახალი ძალა მიეცა მთელს ჩვენს ხალხს“,- განაცხადა სააკაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

რა შეიცვლება "საარჩევნო კოდექსში" - რაზე შეთანხმდა ოპოზიცია და მმართველი გუნდი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"