ავტორი:

"როცა "რუბინში" გადავიყვანეთ, ეგონათ, ხვიჩა დავღუპეთ" - სად გააგრძელებს კვარაცხელია კარიერას? - ინტერვიუ ფეხბურთელის აგენტთან

"როცა "რუბინში" გადავიყვანეთ, ეგონათ, ხვიჩა დავღუპეთ" - სად გააგრძელებს კვარაცხელია კარიერას? - ინტერვიუ ფეხბურთელის აგენტთან

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ამბების მიმართ ქართველი გულშემატკივრების მხრიდან დიდი ინტერესია. ბოლო პერიოდში ჭორ-მართალი არაერთი გუნდის დაინტერესებაზე გავრცელდა.

კვარაცხელიას აგენტ მამუკა ჯუღელს როგორც ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე, ასევე სხვადასხვა საინტერესო თემებზე ვესაუბრეთ.

- სატრანსფერო ფანჯრის მოახლოებასთან ერთად, კვარაცხელიას მიმართ საუბრები იმატებს. თქვენგან გვინდა გავიგოთ, რა მდგომარებაა ახლა ხვიჩას ირგვლივ?

- პირველ რიგში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ "რუბინში" არაერთ ქართველ ფეხბურთელს უთამაშია. ისინი აქ გატარებულ დროს დადებითად მოიხსენიებენ და კლუბის პრეზიდენტ რუსტემ საიმანოვს ემადლიერებიან.

ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, კლუბთან კონტრაქტი კიდევ ორი წლით აკავშირებს, ყაზანელები ევროთასებზე გავიდნენ და დიდი გეგმებიც აქვთ. ლეონიდ სლუცკი ევროპაშიც დაფასებული სპეციალისტია და მასთან მუშაობა ხვიჩასაც ბევრს აძლევს.

კვარაცხელია კარგად ხედავს, როგორ ენდობა ხელმძღვანელობა, აფასებენ და უყვართ გულშემატკივრებს...

- განსაკუთრებით ასახელებენ "იუვენტუსს", "მილანსა" და "ლიდსს". შეგვიძლია თუ არა, კონკრეტული გუნდების ინტერესებზე უფრო მეტი გვესაუბროთ?

- იტალიისა და ინგლისის გუნდების საუკეთესო ხუთეული, გერმანიის ბუნდესლიგისა და საფრანგეთის ჩემპიონატის გამორჩეული კლუბები - ხვიჩას თავისუფლად შეუძლია ამ დონესა და მასშტაბებზე იასპარეზოს.

  • კვარაცხელია უნდა წავიდეს მხოლოდ ტოპ კლუბში! ნუ დაგვავიწყდება, რომ სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა, ეს მხოლოდ ინტერესებია და არა კონკრეტული წინადადებები.

ევროპული ჩემპიონატების დასრულებამდე ცოტა დროა, როცა ისინი დასრულდება, წინადადებები უფრო გააქტიურდება.დაინტერესება კი არაერთია - იტალიური, ინგლისური, ესპანური კლუბები. რუსული გუნდებიც მონდომებულები არიან, ხვიჩა სხვაგან არ გაუშვან. მაქსიმუმ 20-25 დღეში ყველაფერი უფრო კონკრეტულად გვეცოდინება.

სადაც არ უნდა ითამაშოს, ხვიჩა ყველგან მაქიმალისტი იქნება. თუკი "რუბინთან" ერთად ევროტურნირზე იასპარეზებს, ეცდება, იგი მოიგოს. მაგრამ ერთ რამეს ხაზგასმით ვამბობ - კვარაცხელიას დაბალი დონის ჩეპიონატში არავინ გაუშვებს!

- კვარაცხელიასთან დაკავშირებით მოსაზრებას ბევრი გამოთქვამს. მაგალითად, უკანასკნელ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა განაცხადა: "როცა ახალგაზრდა ხარ, თამაშით სწავლობ, ხოლო როცა არ თამაშობ, კარგავ ფორმასა და დროს."

- რა თქმა უნდა, რჩევას ყველასგან მივიღებთ, მაგრამ როცა "ლოკომოტივიდან" "რუბინში" გადავიყვანეთ, ზოგიერთს მაშინ ეგონა, რომ ხვიჩა დავღუპეთ. ახლაც, თუკი გრანდში მოხვდა...განაგრძეთ კითხვა