ავტორი:

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ლიეტუვას მთავრობის ინიციატივით მოწყობილ გამოფენას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ლიეტუვას მთავრობის ინიციატივით მოწყობილ გამოფენას უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ლიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და საქართველოში ლიეტუვას საელჩოს ეგიდით, გაიხსნა ფოტოგამოფენა, თემაზე: "ჩვენ ერთად ვქმნიდით ლიეტუვას რესპუბლიკას“.

გამოფენის გახსნაზე ლიეტუვას რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ უმასპინძლა.

ამის შესახებ ინფორმაცია სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტიავრცელებს.მათი ცნობით, ღონისძიებას, რომლის თანაორგანიზატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრია“, ესწრებოდნენ ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, ლიეტუვას რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველიარტურ ლიუდკოვსკი, ლიეტუვას ეროვნული უმცირესობების დეპარტამენტის დირექტორი ვიდამონტივიდაიტე, ლიეტუვას თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ნერიუს ტამოშაიტისი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, სტუ-ის„ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის“ ხელმძღვანელი, ვილნიუსის კოლეგიისპროფესორი ვიდას კავალიაუსკასი და უნივერსიტეტის სტუდენტები.

საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩის, ანდრიუს კალინდრას განცხადებით, ფოტოგამოფენ ალიეტუვას რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულის ფარგლებში მომზადდა.

"ჩვენ ვიწყებთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეულს. გავხსენით გამოფენა ლიეტუვაში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებზე, მათ შორის ქართველებზე დაიმ წვლილზე, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში მათ შეაქვთ. მომავალი კვირიდან შედგება ფილმის ჩვენებადა კულტურის ფესტივალი. ეს იქნება კიდევ ერთი გამოხატულება იმისა, რომ ლიეტუვა მუდამქართველი ხალხის გვერდითაა, მასთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს და მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას“, - აღნიშნა ანდრიუს კალინდრამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადებით,საქართველოსა და ლიეტუვას ერთმანეთთან ხანგრძლივი, განსაკუთრებული მეგობრობა დაპარტნიორობა აკავშირებთ.

შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უკვე არაერთიწელია მჭიდრო საგანმანათლებლო და სამეცნიერო ურთიერთობები აქვს ლიეტუვასუნივერსიტეტებთან, რისი დასტურიც ჩვენს უნივერსიტეტში „ლიეტუვური ენის, კულტურისა დაგანათლების ცენტრის“ წარმატებული ფუნქციონირებაა.

რექტორის თქმით, აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ ფოტოექსპოზიცია, რომლის თემატიკა ლიეტუვას მრავალეთნიკური რესპუბლიკისდამოუკიდებლობისკენ სწრაფვასა და სახელმწიფოებრივ მოწყობას ეხმიანება, პირველადსაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიხსნა.

"ჩვენმა ქვეყნებმა, ერთნაირად მძიმედ განვლეს საბჭოთა ავტორიტარიზმის დრამატულიათწლეულები და გაუძლეს ამ ურთულეს პერიოდს. ქართველებსა და ლიეტუველებს

თავისუფლებისკენ სწრაფვა და მომავალის საერთო ხედვა აერთიანებთ. ამის ნათელი მაგალითისაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვას მთავრობის მხარდაჭერითა და ლიეტუვასსაელჩოს მონაწილეობით გახსნილი ეს გამოფენაა, რომელიც ასახავს ლიეტუველი ხალხისდამოუკიდებლობისთვის ბრძოლას, მის ყოფა-ცხოვრებას უახლესი ისტორიის მძიმე წლებსა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ პერიოდში, ასევე, ლეტუველთა მეგობრობას ქართველ ხალხთან.

რაც შეეხება „ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს“, რომელიცსაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს, ის ყველა დაინტერესებულ სტუდენტსშესაძლებლობას აძლევს, სრულიად უფასოდ დაეუფლოს ლიეტუვურ ენას, გაეცნოს ამ ქვეყნის კულტურასა და ცივილიზაციას, მონაწილეობა მიიღოს სტუდენტურ გაცვლით პროგრამებში“, - აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ლიეტუვური ენის, კულტურისა დაგანათლების ცენტრი“ ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, 2018 წლის 26 მაისს,ოფიციალურად გახსნა.

R

"სიჩუმე აღარ მგონია სწორი, ამიტომ სიცხადის შემოტანის მიზნით განვმარტავ..." - რას წერს ნიკა ვაჩეიშვილი გელათთან დაკავშირებით და როგორ პასუხობს წულუკიანს?

"ეს არის მტერზე გამარჯვების კიდევ ერთი ნიშანი" - საქართველოს შეიარაღებული ძალების ბოლო მთავარსარდალი პრემიერის ძალისხმევით ქართულ მიწას უბრუნდება

ქუჩები თბილისში, სადაც 26 მაისის ღონისძიებების გამო, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება