ავტორი:

ავარია წალენჯიხაში - ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, წყლის არხში ჩავარდა

ავარია წალენჯიხაში - ავტომობილი, რომელშიც 4 ახალგაზრდა იმყოფებოდა, წყლის არხში ჩავარდა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ ლიაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ახალგაზრდა დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ახალგაზრდები მგზავრობდნენ, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და წყლის არხში ჩავარდა. ინციდენტის შედეგად ისინი მსუბუქად დაშავდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

თბილისში, თემქაზე ხანძარია - ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ

მარნეული-თბილისის გზაზე ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში წუხელ ხმაური იყო - გვიან ღამით ერთმანეთს ბოშები დაუპირისპირდნენ