ავტორი:

"ლენო, მა, დაიბადა შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა... მიხარია, რომ მოასწარი მარიკოს შეყვარება" - გიორგი გვარჯალაძე ვაჟის მამა გახდა

"ლენო, მა, დაიბადა შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა... მიხარია, რომ მოასწარი მარიკოს შეყვარება" - გიორგი გვარჯალაძე ვაჟის მამა გახდა

მუსიკოსი და ხმის ინჟინერი გიორგი (გვაჯი) გვარჯალაძე მამა გახდა. ემოციური სტატუსი სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.

"Lenø, მა, ლევანი დაიბადა, შენი ძმა და ცრემლების ზღვაში ღიმილი შემოიტანა. სამშობიარო ბლოკის ფანჯარასთან სულ ორი ადამიანი იყო - ლულუ და კარლო, შენი დიდი ბებო, ნათელა, კი ტელეფონში ლექსებს იძახდა. მარიკომ ისე შეასრულა, 100-ჯერ მეტად შემიყვარდა. მიხარია, რომ შენც მოასწარი მარიკოს შეყვარება. ყველამ ვისწავლეთ სიყვარული, მაგრამ შენ აღარ ხარ...

აუჰ, შენ იქნებოდი ლევანის მთავარი მეგობარი, შენს ხელში აიდგამდა ფეხს, ისწავლიდა ხატვას, ხმებში სიმღერას. რომ გაიზრდება შენს Apple Music-ს მივცემ, თან ავუხსნი, რომ შენ დაუთმე. ახლა ჩემი და შენი ტანსაცმელი მისიც გახდება და თან ეცოდინება, რომ შენი სხეულის სითბოს ატარებს. გილოცავ, თუ სადმე ხარ, მიყვარხარ და მენატრები მა“ - წერს მუსიკოსი.

"გვაჯის" ცხოვრებაში 2019 წელი ტრაგიკული აღმოჩნდა. მისი და ტელეწამყვან ლულუ კახიანის საერთო შვილმა ლენო გვარჯალაძემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.

მუსიკოსს პირველი ქორწინებიდან უფროსი ვაჟი ჰყავს. მეორე ქორწინებაში ლულუ კახიანთან ორი გოგონა ლენო და ნინი. ლულუსა და გვაჯის დაშორების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი არ ყოფილა.

მუსიკოსის ახლობელი გვიყვება, რომ "გვაჯი" და მარიკო თურმან მიქელაძე უკვე წლებია ერთად არიან. ამის შესახებ გვაჯი სტატუსშიც წერს, სადაც აღნიშნავს, რომ ლენომაც მოასწრო მარიკოს შეყვარება.

გოგონა გვაჯის სტუდიაში მენეჯერად მუშაობს, ის ასევე მუსიკოსია და ვიოლინოზე უკრავს. რამდენიმე თვის წინ გვაჯი, ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობდა:

"ლენო ძალიან მგავდა, მეც სუიციდისკენ მქონდა მიდრეკილება. მას მოსწონდა ისეთი ადამიანების გაიდეალება, რომლებმაც ასე დაასრულეს სიცოცხლე. პირველი, რაც მახსოვს, მამაჩემის საფლავია. 3 წლის ვიყავი, ავარიაში ერთად მოვყევით, ის გარდაიცვალა. მე დიდი ხანი ვიკეთებდი ოპერაციებს, რომ სიარული შემძლებოდა. 14 წლის ასაკიდან მარტო ვცხოვრობდი, არავინ მაკონტროლებდა და არავინ მზღუდავდა...“ - ამბობდა გვაჯი.

მიუხედავად იმისა, რომ გვაჯი და ლულუ ერთად აღარ ცხოვრობენ, ოჯახის ახლობლის თქმით, ძალიან კარგი ურთიერთბობა აქვთ და კარგი მეგობრებიც არიან. ყოფილი მეუღლის შვილის დაბადებას ტელეწამყვანი თავადაც დაესწრო.

"დააყენომ ქუჩაში ექიმები და აცრან ხალხი. საიტზე დარეგისტრირება ისეთი რთულია, რომ ვისაც უნდა აცრა, იმასაც არ გამოსდის, რამე სხვა საშუალებაც უნდა იყოს" - რას წერს ჟურნალისტი

"არც ღარიბი ადარდებთ და არც - ავადმყოფი. შეღავათსაც კი არ მიკეთებდნენ" - რას წერს გიორგი ღოღობერიძე "უფასო კლინიკის" იდეის შესახებ

"რისი იმედი გაქვთ? ამდენ მეზოთერაპიას და სახის ჯიჯგვნას, ერთი ტორტის ნაჭერი ჭამეთ, უფრო დაიტკბობთ ცხოვრებას" - თეა გვასალია