ავტორი:

"მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანს შეიძლება სჯეროდეს, რომ საგამოძიებო კომისია 6 თვის შემდეგ რაიმეს დაადგენს" - სამადაშვილი

"მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანს შეიძლება სჯეროდეს, რომ საგამოძიებო კომისია 6 თვის შემდეგ რაიმეს დაადგენს" - სამადაშვილი

შეიძლება მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანს სჯეროდეს, რომ საგამოძიებო კომისია არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ რაიმეს დაადგენს და შედეგს დადებს , - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განმარტა, არანაირი საგამოძიებო კომისია არ სჭირდება იმისთვის, რომ დარღვევების არსებობა დაამტკიცოს და თუ მომავალში არჩევნების მიმართ ნდობა არ შედგება, „ქართული ოცნება“ უარეს პოლიტიკურ კრიზისს მიიღებს.

"ქართული ოცნება“ თავდაყირაც რომ დადგეს ეს არჩევნები მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში შევა, როგორც შავი ლაქა. ასეთად შეაფასა საერთაშორისო თანამეგობრობამ. ლეგიტიმაციის ზღვარზე რომ ტარდება არჩევნები, ამით გეუბნებიან, რომ თქვენ საქმე გაქვთ ძალიან ცუდად. მთელი მსოფლიო დადგა ყირაზე იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემა ქვეყანაში შეიცვალოს. ამიტომ, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ და საგამოძიებო კომისიაც შექმნან, არაფერი არ ეშველება იმ არჩევნებს. მე მაინტერესებს მომავალში რომ აღარ ჩატარდეს ასეთი არჩევნები.

არანაირი საგამოძიებო კომისია არ მჭირდება იმისთვის, რომ ვამტკიცო დარღვევების არსებობა, რომელმაც მოარყია და გაანადგურა ნდობა. თუ მომავალში არჩევნების მიმართ ნდობა არ შედგება ამ ქვეყანაში, „ქართული ოცნება“ მიიღებს კიდევ უარეს პოლიტიკურ კრიზისს. არსად არ წასულა ის უამრავი მოქალაქე, რომელსაც უნდა ხელისუფლების შეცვლა ამ ქვეყანაში და ის საერთაშორისო საზოგადოება, რომელმაც უყურა „ქართულ ოცნებას“, რა გააკეთეს ამ არჩევნებზე. ეს ყველაფერი ასმაგი ძალით დაუბრუნდებათ, თუ არ შედგება არჩევნების მიმართ ნდობა“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

რა შეიცვლება "საარჩევნო კოდექსში" - რაზე შეთანხმდა ოპოზიცია და მმართველი გუნდი

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"