ავტორი:

ისრაელსა და "ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა - გამარჯვებას კონფლიქტის ორივე მხარე აღნიშნავს

ისრაელსა და "ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა - გამარჯვებას კონფლიქტის ორივე მხარე აღნიშნავს

ისრაელსა და "ჰამასს“ შორის ეგვიპტის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღეს, 02:00 საათიდან შევიდა ძალაში.

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებისთანავე ღაზას ქუჩებში პალესტინელები გამოვიდნენ და სკანდირებდნენ: "უფალი დიდია, მადლობა უფალს!“ მეჩეთის საყვირებიდან კი ისმოდა: "იერუსალიმის ხმლის" ბრძოლის დროს ოკუპაციის (ისრაელის) წინააღმდეგ გამარჯვება მიღწეულია ".

გამარჯვებას კონფლიქტის ორივე მხარე აღნიშნავს, თუმცა ორივე აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში მზად არის საპასუხო ნაბიჯისთვის.

ოფიციალური კაიროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის ორ დელეგაციას გააგზავნის.

  • როგორ ეხმიანებიან მსოფლიო ლიდერები დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას?

"მჯერა, რომ პალესტინელები და ისრაელელები თანაბრად იმსახურებენ უსაფრთხოდ და დაცულად ცხოვრებას", - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რითაც ის ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებას გამოეხმაურა.

”ჩემი ადმინისტრაცია განაგრძობს მშვიდ, უშურველ დიპლომატიას ამ მიზნის მისაღწევად. მჯერა, რომ პროგრესის მისაღწევად რეალური შესაძლებლობა გვაქვს და მზად ვარ, ამისთვის ვიმუშაო,“- განაცხადა ბაიდენმა.

ეგვიპტის პრეზიდენტის, აბდულ ფათაჰ ალ-სისის თქმით, ის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს ტელეფონით ესაუბრა და მათ იმ ფორმულის მიღწევაზე იმსჯელეს, რომელიც ისრაელსა და ღაზას შორის არსებულ კონფლიქტს დაამშვიდებდა.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ის ისრაელსა და "ღაზას“ შორის ცეცხლის შეწყვეტას მიესალმება.

"ყველა მხარემ უნდა იმუშაოს, რომ ცეცხლის შეწყვეტა მყარი იყოს და დასრულდეს ძალადობის და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის მიუღებელი ციკლი. გაერთიანებული სამეფო აგრძელებს მშვიდობის დამყარების ძალისხმევას,“- განაცხადა დომინიკ რააბმა.

ცეცხლის რეჟიმის ამოქმედებას გამოეხმაურა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეშიც.

"ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს პასუხისმგებლობა აკისრიათ სიმშვიდის აღდგენის მიღმა : სერიოზული დიალოგის დაწყება კონფლიქტის ძირითადი მიზეზების გადასაჭრელად,“- აღნიშნა გუტერეშმა.

შეგახსენებთ, ისრაელსა და პალესტინელებს შორის თავდასხმები 10 მაისს დაიწყო, რის შედეგადაც ღაზაში 232, ისრაელში კი - 12 ადამიანი დაიღუპა.

ისრაელს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს - ნათანიაჰუ 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ნაფტალი ბენეტიმ შეცვალა

დედოფალმა ელისაბედმა ჯო ბაიდენი უინძორის სასახლეში მიიღო - ფოტოები პომპეზური აუდიენციიდან

"არანაირი გარანტია არ არსებობს, შეცვალო ადამიანის ქცევა - ის ვლადიმერ პუტინია" - ჯო ბაიდენი