ავტორი:

"ვიღაცას ძალიან სურს კალაძის პარტიიდან გარიყვა, მაგრამ მისი წასვლა ასე იოლი არ იქნება "ოცნებისთვის" - რას ამბობს ექსპერტი მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე?

"ვიღაცას ძალიან სურს კალაძის პარტიიდან გარიყვა, მაგრამ მისი წასვლა ასე იოლი არ იქნება "ოცნებისთვის" - რას ამბობს ექსპერტი მმართველ პარტიაში მიმდინარე პროცესებზე?

მითქმა-მოთქმა არ წყდება "ქართულ ოცნებაში" მიმდინარე პროცესებზე. აშკარად ჩანს, რომ პარტიაში ვითარება არცთუ მშვიდია. მაგალითად, ამ ცოტა ხნის წინ უმრავლესობის ერთ-ერთმა წონიანმა წევრმა კახი კახიშვილმა განაცხადა, შეიძლება "ქართული ოცნებიდან" წავიდეო.

ამ საკითხებზე გაზეთ "კვირის პალიტრასთამ" ისაუბრა ექსპერტმა მამუკა არეშიძემ, გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- ის, რომ "ქართულ ოცნებაში" ყველაფერი რიგზე ვერ არის, აშკარად ჩანს, კახი კახიშვილზე კი შემიძლია გითხრათ, რომ ის არ არის ისეთი ადამიანი, რომელიც სახელისუფლებო ვერტიკალიდან გასვლას სერიოზული მიზეზისა და დიდი წყენის გარეშე გადაწყვეტდა, რადგან ძალიან ერთგული ადამიანია. კობახიძემ კი განაცხადა, კახიშვილს ორი კომიტეტის თავმჯდომარეობა შევთავაზეთ და უარი თქვაო, მაგრამ გააჩნია, რომელი კომიტეტების თავმჯდომარეობა შესთავაზეს. მაგალითად, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე ცხადია უარს იტყოდა, რადგან ის არ არის ის ადამიანი, ვინც თანამდებობის გამო ყველაფერზე თანახმა იქნება. ეს ყველაფერი მოწმობს, რომ რაც ბიძინა ივანიშვილი წავიდა პარტიიდან, ფუნქციები მოიშალა და ვინ რა გადაწყვეტილებას იღებს, ვერ გაიგებ. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ზოგიერთ რეგიონში ხელისუფლება საერთოდ არ არის.რაც შეეხება დაპირისპირებას "ქართულ ოცნებაში" და პარტიულ თანამდებობებზე ცვლილებებს, მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში ყრილობა იქნება და იქ გაირკვევა ყველაფერი. მათ, ვინც განსაკუთრებით ამღვრევენ "ოცნებაში" წყალს და ცდილობენ ძლიერი ფიგურების მოშორებას, ფაქტია, ამ ფიგურების გარეშე წარმატების მიღწევის შნო არა აქვთ.

- ძლიერ ფიგურაში კახა კალაძეს გულისხმობთ?

- კონკრეტულად არავის ვგულისხმობ, მაგრამ რადგან ახსენეთ კალაძე, მოდი, მასზეც ვთქვათ ორი სიტყვა. აშკარაა, რომ ვიღაცას ძალიან სურს მისი პარტიიდან გარიყვა, მაგრამ კალაძის წასვლა ასე იოლი არ იქნება "ქართული ოცნებისთვის", რადგან ის არის პოლიტიკური ფიგურა და როცა აღარ იქნება თბილისის მერი, მაინც დარჩება გავლენიან კახა კალაძედ, მაგრამ ისინი, ვინც მას ებრძვიან, როგორც კი აღარ იქნებიან ამა თუ იმ თანამდებობაზე, იმ წუთიდან დაკარგავენ ყოველგვარ გავლენას და ფასს. კალაძეს აქვს უკვე პოლიტიკური ბიოგრაფია. როგორც მერმაც თავი გამოიჩინა. დედაქალაქში გარდამტეხი პროცესები შეიძლება მისი მერობისას არ ყოფილა, მაგრამ ბევრი რამ გააკეთა, მით უფრო ამ პანდემიის დროს.სიმართლე გითხრათ, პარტიაში ახლანდელ პოლიტიკურ შემადგენლობას რომ ვუყურებ, კალაძის გარდა, ვერავის ვხედავ ისეთ ფიგურას, რომელიც თბილისის მერობის კანდიდატობის შემთხვევაში წარმატების მიღწევას შეძლებს.

არ ვიცი, შეიძლება არაპოლიტიკური ფიგურა მოძებნონ და საზოგადოებრივი წრიდან დაასახელონ ვინმე, მაგრამ ჯერჯერობით ასეთიც არავინ ჩანს. თუ ოპოზიცია არ გაერთიანდება, კიდევ ექნება "ქართული ოცნების" კანდიდატს გამარჯვების შანსი, მაგრამ თუ გაერთიანდება და ის ახალი მოთამაშეებიც ძლიერ კანდიდატებს დააყენებენ, მაშინ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რას მოახერხებს მმართველი პარტია. იხილეთ სტატია სრულად

"ვიცით, რომ შეჭმარიტების ტაიჭზე ხართ ამხედრებული, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ზვიადის სავარძელში?" - გუბაზ სანიკიძე

"გუგულს უყვარს არწივის ბუდეში კვერცხის დადება. ამის მცდელობა ჰქონდა გიორგი გახარიას" - ირაკლი კობახიძე

მთავრობა 350 თეთრ პიკაპს ყიდულობს, რაშიც 35 800 000-მდე ლარს დახარჯავს