ავტორი:

თორნიკე ყიფიანი "ევროვიზიის“ ფინალში ვერ მოხვდა - "აწი, როგორც ამბობენ, მამაზეციერი თუ გვიშველის...“

თორნიკე ყიფიანი "ევროვიზიის“ ფინალში ვერ მოხვდა - "აწი, როგორც ამბობენ, მამაზეციერი თუ გვიშველის...“

20 მაისს, ჩვენი დროით საღამოს 21:00 საათზე, როტერდამში "ევროვიზიის“ სიმღერის რიგით 65-ე კონკურსის მეორე ნახევარფინალური შოუ გაიმართა. საქართველოს სახელით მსმენელის წინაშე თორნიკე ყიფიანი წარსდგა.

მომღერალი მეათე ნომრად გამოვიდა და სიმღერა - "You“ შეასრულა. მეორე ნახევარფინალიდან კონკურსის ფინალში 10 ქვეყნის მონაწილე გადავიდა, მაგრამ მათ შორის საქართველო ვერ მოხვდა.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/5qnogt74_F8" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

თორნიკე ყიფიანისთვის უიღბლო აღმოჩნდა "ევროვიზიის“ კონკურსი. ჯერ კიდევ სამი დღით ადრე სოციალურ ქსელში მომღერალმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანდა, რომ მეორე ფინალში მონაწილე 17 ქვეყნიდან საქართველო ბოლო ადგილზე იყო.

"ორი რეპეტიციისა და გახსნითი შოუს შემდეგ, წინასწარი მონაცემებით ბოლოზე ვართ. ოუუუ ნოუუუუ აწი როგორც ამბობენ, მამაზეციერი თუ გვიშველის.." - წერდა მაშინ ყიფიანი.

ცნობისთვის, კონკურსამდე ორი თვით ადრე, მას შემდეგ, რაც თორნიკე ყიფიანს სოციალურ ქსელში საკონკურსო სიმღერა დაუწუნეს, გულშემატკივრები შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მოიხსენია. მაშინ არაერთი გულშემატკივარი ითხოვდა მის მოხსნას კონკურსიდან.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა იმ პერიოდში კომენტარისგან თავი შეიკავა.

უკვე მეოთხე წელია, რაც ქართველმა კონკურსანტმა ფინალამდე ვერ მიაღწია. ბოლო მონაწილე 2016 წელს Nika Kocharov & Young Georgian Lolitaz გახლდათ, რომელიც ფინალში 20-ე ადგილზე გავიდა. "ევროვიზიის" ისტორიაში საქართველოდან ყველაზე წარმატებული გამოსვლა ჯგუფ "ელდრაინსა“ და სოფო ნიჟარაძეს ჰქონდათ, 2010 და 2011 წლებში, ისინი ფინალშ 9-ე ადგილზე გავიდნენ.