ავტორი:

აპრილში ქართული კომერციული ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ - 173 მლნ ლარი ერთ თვეში

აპრილში ქართული კომერციული ბანკები რეკორდულ მოგებაზე გავიდნენ - 173 მლნ ლარი ერთ თვეში

კომერციული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულ ნიშნულზეა. 2021 წლის აპრილში ამ მაჩვენებელმა 173,071 მლნ ლარი შეადგინა. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 92,774 მლნ ლარით (115,5%-ით), წინა თვესთან შედარებით კი 6,747 მლნ ლარით (4%-ით) მეტია. უფრო კონკრეტულად, 2020 წლის აპრილში კომერციული ბანკების წმინდა მოგება შეადგენდა 80,297 მლნ ლარის, 2021 წლის მარტში კი 166,324 მლნ ლარს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქეყნებული სტატისტიკის მიხედვით, რთული 2020 წლის შემდეგ, 2021 წელი კომერციული ბანკებისთვის შედარებით წარმატებული აღმოჩნდა. წლის პირველ თვეს ბანკების წმინდა მოგება 113,368 მლნ ლარი იყო, თებერვალში - 132,115 მლნ ლარი, მარტში კი 166,324 მლნ ლარი და აპრილში 173,071 მლნ ლარი. მთლიანად, 2021 წლის 4 თვეში ბანკები 584,878 მლნ ლარის მოგებაზე გავიდნენ.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის აპრილში კომერციული ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 475,018 მლნ ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 375,511 მლნ ლარი. მარტში კომერციული ბანკების ხარჯებმა 279,045 მლნ ლარი შეადგინა. გააგრძელეთ კითხვა

"მინდა, გავიგო რას აპირებს გახარია" - ირაკლი ღარიბაშილი

მღვიმეები და კანიონები 26 მაისიდან იხსნება - რა ეღირება ვიზიტი დაცულ ტერიტორიებზე

ლარი 5 პუნქტით გამყარდა - როგორია ეროვნული ვალუტის კურსი