ავტორი:

"ერთად ვცხოვრობდით გერმანიაში, გავიარეთ ყველაზე მძიმე თვეები და იქ მოხდა ეს ტრაგედიაც" - საქართველოში დაბრუნებული ლიკუნა ხაჭაპურიძე პირად ცხოვრებაზე საუბრობს

"ერთად ვცხოვრობდით გერმანიაში, გავიარეთ ყველაზე მძიმე თვეები და იქ მოხდა ეს ტრაგედიაც" - საქართველოში დაბრუნებული ლიკუნა ხაჭაპურიძე პირად ცხოვრებაზე საუბრობს

ქართველი მოდელი და ინფლუენსერი ლიკუნა ხაჭაპურიძე გერმანიიდან საქართველოში დაბრუნდა. მოდელმა სიახლე სოციალურ ქსელში "Ask me a question"-ის მეშვეობით გაავრცელა.

როგორც "ინსტაგრამ სთორიდან" ირკვევა, მოდელი უკვე 2 კვირაა, რაც თბილისში დაბრუნდა და უკან გერმანიაში დაბუნებას აღარ აპირებს. ლიკუნა ხაჭაპურიძე რამდენიმე თვის წინ გათხოვდა, მისი რჩეული სანდრო ჭანტურიაა. ხაჭაპურიძე გათხოვებიდან ძალიან მალე, საცხოვრებლად გერმანიაში წავიდა და საქართველოში დაბრუნებას წლები არ გეგმავდა, თუმცა მოდელს გეგმები შეეცვალა.

გერმანიიდან ჩამოსვლის შემდეგ, ლიკუნას მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, წყვილმა ორი კვირა ცალ-ცალკე იზოლაციაში გაატარა. როგორც ხაჭაპურიძე ყვება, თავიდან გერმანიაში ცხოვრება ადვილი იყო, ახალი ცხოვრების დაწყება არცერთს გასჭირვებია. ლიკუნა სულ მუშაობდა და უცხოურ ბრენდებთან თანამშრომლობდა, თუმცა ბოლო 6 თვე როგორც ლიკუნასთვის, ასევე სანდროსთვის რთული და სტრესული აღმოჩნდა. სანდროს მამას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მამამთილმა დაავადების დამარცხება ვერ შეძლო და გარდაიცვალა.

ლიკუნას გამომწერები, მოდელის ცხოვრების ახალი დეტალებით დაინტერესდნენ და გერმანიაში ცხოვრებასა და სამომავლო გეგმებზე ყველაფერი დეტალურად გამოკითხეს.

"ზოგადად მთელი დღის განრიგი წინასწარ ვიცოდი, გერმანიაში 24/7-ზე ვმუშაობდი, ჩამოწერლი მქონდა ყველაფერი. როდის ვიღვიძებდი, ვვარჯიშობდი, პლიუს ამას გადაღებებითვის, ლოკაციები, ლუქები იდეები. თუ სანდროს არ ეცალა რომ გადაეღო სურათები ჩემი ტრიპოდით ვიღებდი...წაიკითხეთ სრულად