ნიკა მელიამ თავის ჭკუით, სახელმწიფო გამოწვევის წინაშე დააყენა. თქვა, რომ არც გადაიხდიდა გირაოს და ვერც დაიჭერდნენ, დავიჭირეთ კიდეც და გირაოც ძალიან კარგად გადაიხადეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა განმარტა, ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლა უნდათ, თუმცა, ამის სცხვენიათ.
"დიდი ილუზია არავის არ გვაქვს, ძალიან კარგად გვესმის, რომ „ნაცმოძრაობა“ არც არასდროს ყოფილა პასუხისმგებლიანი ძალა და არც მათი ე.წ.ლიდერები არ არიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები. ჩვენ, როგორც პასუხისმგებელმა ორგანიზაციამ, პარტიამ და ლიდერებმა დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგული ჩვენი ამომრჩევლების, ჩვენი ქვეყნის წინაშე, ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც შარლ მიშელის მედიატორობით იყო შედგენილი, ამით რა თქმა უნდა, დემონსტრირება გავაკეთეთ ჩვენი კეთილი ნების და მზაობის.
მეორე, ჩვენ ვნახეთ რეალურად რაც ხდება, რაც გარედან ჩანს და შიგნიდანაც ვიცით ინფორმაციები, როგორც ხდება, ძალიან წვალობენ მელია და სხვებიც, ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ სცხვენიათ, შეიძლება ასე ითქვას, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მესმის მისიც პირადად, იმიტომ რომ ადამიანი, რომელმაც იკადრა უკადრებელი, სახელმწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე თავის ჭკუით, თქვა, რომ არც გადაიხდიდა გირაოს და ვერც დაიჭერდნენ, დავიჭირეთ კიდევაც და გირაოც ძალიან კარგად გადაიხადეს და მიიღო კიდევაც გირაო. ახლა ამბობს, ბაქიბუქობს ტყუილად, რომ პარლამენტში არ შევიდოდა, მაგრამ ვიცით ძალიან კარგად, შიგნიდან ვიცით, რომ მას ძალიან უნდა შესვლა პარლამენტში, თუ არ უნდა შესვლა, მაშინ არ შევიდეს, დაამტკიცოს როგორი პრინციპული ადამიანი არის და სხვებიც, „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერებიც. სხვა მეტი კომენტარი რა შემიძლია გავაკეთო ამ უპასუხისმგებლო განვითარებაზე მოვლენების და ზოგადად, მათ განცხადებებზე და ქმედებებზე.
ჩვენი მოსახლეობა დაიღალა მათი მუდმივი, გაუთავებელი საბოჟატით და დესტაბილიზაციის მცდელობით. ჩვენ ახლა არ გვაქვს დრო, რომ ამ გაუგებარ ადამიანებზე დავკარგოთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ საქმე, ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები ყველა მუნიციპალიტეტში, ახლა ძალიან დიდ პაკეტზე ვმუშაობთ, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებისთვის იქნება წარმოდგენილი, ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან გეგმებზე თითოეული რეგიონის მიმართულებით, როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება, როგორ შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, ტურიზმი და ა.შ. ეს არის ჩემთვის რეალურად ის საკითხები, რომელიც მე მაწუხებს, რომელიც ჩვენ მოსახლეობას აწუხებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.