ავტორი:

რა წერია ღია წერილში, რომელსაც კარლ ჰარცელი და კენი დეგნანი 19-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულებს უგზავნიან

რა წერია ღია წერილში, რომელსაც კარლ ჰარცელი და კენი დეგნანი 19-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულებს უგზავნიან

შეთანხმებაში მითითებული ამნისტიის კანონი დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის მტკივნეულ ეპიზოდთან არა მხოლოდ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მსხვერპლთათვის, არამედ იმ გამოწვევების გამოც, რის წინაშეც ამ მოვლენებმა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები დააყენა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის წერილშია აღნიშნული, რითაც ისინი 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულებს ღია წერილით პასუხობენ.

მათი განცხადებით, ასეთ პოლარიზებული გარემოში საჭიროა ინკლუზიური პროცესი პარლამენტში, რათა მოხდეს იმ რეფორმების ხელშეწყობა, რომლებიც ასეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორების პრევენციას მოახდენს და მოიტანს უფრო დიდ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.

"19 აპრილის შეთანხმება მიღწეულ იქნა რთული მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეულ კონსენსუსს პოლიტიკურ პარტიებს შორის. იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ამ შეთანხმებით საქართველო გადაშლის ფურცელს ფუნქციონირებადი პარლამენტის აღდგენისკენ, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაღრმავებისა და კონსოლიდაციისკენ მიმართული შორს მიმავალი რეფორმების გატარების ერთგული იქნება. 19 აპრილის შეთანხმების მიღწევა გამოწვევებით სავსე მედიაციის პროცესის შედეგად მოხდა. მისი პირველი მუხლი ხაზს უსვამს ვალდებულებას, მოგვარდეს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული შემთხვევები. ამ ვალდებულებაზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიებმა უნდა განსაზღვრონ ამ ვალდებულებების ზუსტი მოდალობები, მათ შორის ამნისტიის კანონი, რომელიც აკმაყოფილებს ხელშეკრულების მიზნებს და პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას, ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას და სხვა შესაბამის საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა წევრიც საქართველოა.

შეთანხმებაში მითითებული ამნისტიის კანონი დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის მტკივნეულ ეპიზოდთან არა მხოლოდ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მსხვერპლთათვის, არამედ იმ გამოწვევების გამოც, რის წინაშეც ამ მოვლენებმა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები დააყენა. ასეთ პოლარიზებული გარემოში საჭიროა ინკლუზიური პროცესი პარლამენტში, რათა მოხდეს იმ რეფორმების ხელშეწყობა, რომელიც ასეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორების პრევენციას მოახდენს და უფრო დიდ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას მოტანს. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარალიზების გამომწვევი პოლიტიკური კრიზისის დასრულების მიზნით ყველა დაინტერესებულმა მხარემ მისი წარმატებით შესრულება უზრუნველყოს. ეს საშუალებას მისცემს ყველა მხარეს, გაძლიერებული დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით იმუშაოს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის განმტკიცებისა და სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების მისაღწევად“, - აღნიშნულია კარლ ჰარცელის და კელი დეგნანის წერილში, რომელსაც პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ ავრცელებს.

ცნობისათვის, 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე დაშავებულმა და დაპატიმრებულმა დემონსტრანტებმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით რამდენიმე დღის წინ მიმართეს. წერილში აღნიშნულია, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, მმართველი პარტიის და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე დარეგისტრირებული კანონპროექტებით, აქციის დამრბევ ყველა ხელმძღვანელ და ამსრულებელ პირზე ავრცელებენ ამნისტიას, რაც წერილის ავტორებისთვის „პრინციპულად მიუღებელია“.

"მიხეილ სააკაშვილს არ ვეთანხმები, საქართველოს ჰესები სჭირდება" - რომან გოცირიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ "კის" 2024 წელს" - მარინა კალიურანდი ევროკავშირის გაფართოებაზე