ავტორი:

"ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, სიტყვა "სირცხვილს" რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს" - თინა ბოკუჩავა

"ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, სიტყვა "სირცხვილს" რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს" - თინა ბოკუჩავა

ბატონმა ღარიბაშვილმა, რომელსაც თავმოყვარეობა არ გააჩნია, იმიტომ, რომ ისე ათავისუფლებენ და ნიშნავენ თანამდებობაზე არ იცის, სიტყვა „სირცხვილს“ რომ ახსენებს სარკეში ჩაიხედოს, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომლის თანახმად, ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლა უნდათ, თუმცა, ამის რცხვენიათ.

თინა ბოკუჩავას თქმით, მისთვის საინტერესო არ არის "ამ ადამიანების შეფასებებზე კომენტარის გაკეთება".

"რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" ინტერესში არ არის მთავარი ოპოზიციური პარტია წარმოდგენილი იყოს პარლამენტში, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან სერიოზულ ძალას. რა თქმა უნდა, მათ არ უნდათ, რომ ჩვენი ხმა გაიგონონ, მათ შორის პარლამენტს შიგნით, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ქვეყნის საუკეთესო ინტერესზე დაფუძნებით"- აცხადებს ბოკუჩავა.

როგორც პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ნიკა მელიას და „ნაციონალურ მოძრაობას“ პარლამენტში შესვლა უნდათ, თუმცა, ამის რცხვენიათ.