ავტორი:

ხატია დეკანოიძე ამნისტიაზე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი კანონპროექტი პარლამენტში ვერ გაიტანოს

ხატია დეკანოიძე ამნისტიაზე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი კანონპროექტი პარლამენტში ვერ გაიტანოს

ჩემი მოსაზრება ამნისტიასთან დაკავშირებით, მკვეთრად უარყოფითია - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ "ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანონპროექტი პარლამენტში ვერ გაიტანოს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ თელავში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, უდიდესი შეცდომა იყო, რომ ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართული, ფართო კომუნიკაციაში არ იყვნენ დაზარალებულებთან.

"ამნისტია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია, რომელზეც შეშფოთებას გამოვხატავდით. მათ შორის ჩემი მოსაზრებაც, ამნისტიასთან დაკავშირებით, მკვეთრად უარყოფითია, რადგან ის მუხლები, რომელიც ჩადებულია "ქართული ოცნების“ კანონპროექტში და არა მხოლოდ "ქართული ოცნების“ კანონპროექტში, ჩვენი კოლეგების ოპოზიციის კანონპროექტშიც, მე ვგულისხმობ, 333-ე მუხლს, რა თქმა უნდა, ამ მუხლების გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ, კონკრეტულ ადამიანებზე არ იქნება.

უდიდესი შეცდომა იყო, რომ ადამიანები, რომლებიც მოლაპარაკებებში იყვნენ ჩართული ფართო კომუნიკაციაში არ იყვნენ დაზარალებულებთან. მეორე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ, რომ "ქართულმა ოცნებამ“ თავისი კანონპროექტი პარლამენტში ვერ გაიტანოს“, - განაცხადა დეკანოიძემ.