რესპუბლიკის მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები საპროტეტსო აქციას მართავენ.
ამ წუთებში აქციის მონაწილეები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.
"ბრძოლა იწყება აქ და ახლა! ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე!", - მიმართა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილებს "ნამახვანჰესის" წინააღმდეგ აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.
აქციის მონაწილეები დღევანდელ შეკრებაზე კიდევ ერთხელ თავიანთ მოთხოვნებს და სამოქმედო გეგმებს გააჟღერებენ.
"ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია, ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, აქციების მეშვეობით, - აცხადებს აქციასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება.
"ქვეყანაში 2012 წლიდან მოყოლებული არის სრული თავისუფლება და დემოკრატია. რეალური, ჭეშმარიტი დემოკრატია. ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება, მათ შორის, პროტესტის გამოხატვის თავისუფლება, აქციების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის არის აბსოლუტურად ნორმალურია ის, რაც ხდება", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები არიან დედაქალაქის მცხოვრებლები, ასევე აქციას სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოქალაქეები შეურთდენენ.
ადგილზე უსაფრთხოების მიზნით პოლიციაა მობილიზებული.
"ინტერპრესნიუსის" ფოტოები