ავტორი:

"სიმსივნე განაჩენი არ არის" - რა ინფორმაციას ავრცელებს ხათუნა ჟორდანია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

"სიმსივნე განაჩენი არ არის" - რა ინფორმაციას ავრცელებს ხათუნა ჟორდანია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ

ხათუნა ჟორდანია, რომელიც თვეებია მძიმე სენს ებრძვის, გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას უზიარებს. როგორც ჟორდანია ამბობს, მისი ანალიზების პასუხები კარგია და მეტასტაზები აღარ ვრცელდება. ხათუნა ჟორდანიას თქმით, ის თურქეთში მკურნალობის მეორე ეტაპს იწყებს.

“თურქეთში ვიწყებ მკურნალობის მეორე ეტაპს. ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემზე დარდობს, ვინც მკითხულობს, მინდა ვუთხრა, რომ მაქვს არაჩვეულებრივი ანალიზები, კარგად მაქვს ყველაფერი, მთავარი რაც არის - მეტასტაზები არ არის არსად წასული და ახლა იწყება მეორე ეტაპი ჩემი მკურნალობის.

ასევე, ყველა ის ადამიანი, ვისაც ეს დაავადება აქვს, მინდა გავამხნევო და ვუთხრა, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის. იმ წამს, როგორც კი დაიჯერებთ, რომ თქვენ ყველაფერს მოერევით, იცოდეთ, რომ ზუსტად იმ წამს თქვენს ორგანიზმში ყველაფერი კარგად განვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ადამიანი, ვისაც კი სიმსივნე აქვს, განიკურნება.

მთავარია, ვიყოთ შემართებით და იმ განწყობით, რომ ეს ეტაპი გასავლელია და ყველა სიძნელე და სირთულე არის გადასალახი. როგორც კი მიხვდებით და გაიაზრებთ იმას, რომ ყველაფრის დაძლევა შეიძლება, რომ ყველანაირ დაავადებას მოერევით, ნამდვილად მოერევით ყველაფერს, ისევე, როგორც მე მოვერიე, აი, დამიჯერეთ, დამერწმუნეთ", - ამბობს ხათუნა ჟორდანია.

სკანდალი მინსკი-თბილისის ავიარეისზე - ქართველი მგზავრები ნასვამ თანამემამულეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რონალდუს ეფექტი? - პორტუგალიელი ვარსკვლავის ქმედების შემდეგ, კოკა-კოლას აქციების ფასი დაეცა და კომპანიამ მილიარდობით დოლარი იზარალა

რონალდუ მაგიდასთან კოკა-კოლას დანახვამ გაანაწყენა და ის წყლით ჩაანაცვლა - პორტუგალიელი ფეხბურთელის ქმედება ინტერნეტჰიტად იქცა