ავტორი:

როგორ მუშაობს და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს? - ყველაფერი ჩინურ "სინოვაკზე", რომლითაც აცრა საქართველოში დღეს იწყება

როგორ მუშაობს და რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს? - ყველაფერი ჩინურ "სინოვაკზე", რომლითაც აცრა საქართველოში დღეს იწყება

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური ვაქცინით, "სინოვაკით“ აცრა დღეიდან იწყება.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინური წარმოების "სინოვაკის“ ვაქცინა "სინოფარმის“ მსგავსად, ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივრებული ვირუსის მეთოდოლოგიაზე დამყარებული ვაქცინაა, რომელიც 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

"ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21 დღის ინტერვალით კეთდება. ოფიციალური მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყნებისთვის მიწოდებულია 260 მლნ დოზა "სინოვაკის“ ვაქცინა. "სინოვაკის“ ვაქცინა დადებითად შეფასდა იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიულ მრჩეველთა ჯგუფის (The Strategic Advisory Group of Experts on Immunization) მიერ. COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რა ვიცით ამ ეტაპზე ვაქცინაზე, რომლითაც 25 -ზე მეტ ქვეყანაში იცრებიან?

“სინოვაკის” 100 000 დოზა, რომელიც ჩინეთმა საქართველოს აჩუქა, თბილისში 29 აპრილს ჩამოვიდა.

  • ვაქცინის წარმოება

Sinovac-ი კერძო ჩინური კომპანიაა, ვაქცინის ოფიციალური სახელწოდება კი СoronaVac-ია, თუმცა საქართველოში "სინოვაკის“ სახელითაა ცნობილი. მასზე მუშაობა კომპანიამ 2020 წლის იანვრიდან დაიწყო, ივლისში კი ვაქცინამ გამოცდის მესამე ფაზა გაიარა - თურქეთში, ბრაზილიასა და ინდონეზიაში. ამის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ ვაქცინას საგანგებო გამოყენების უფლება მიანიჭა. Sinovac-ს გეგმაში აქვს, წელიწადში 300 მილიონი დოზა ვაქცინა აწარმოოს.

როგორც ამბობენ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია “სინოვაკის” შესახებ საბოლოო დასკვნას უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.

  • როგორ მუშაობს ვაქცინა

"სინოვაკი“, ისევე, როგორც "სინოფარმი“, ტრადიციული ხერხითაა დამზადებული, ანუ სხეულში შეყვანილი ვირუსის მკვდარი ნაწილაკები დაავადებას არ იწვევს, თუმცა ორგანიზმის იმუნურ სისტემას Сovid-19-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამომუშავებას ასწავლის. რამდენი თვის განმავლობაშია ეფექტური "სინოვაკით“ გამომუშავებული ანტისხეულები, ჯერ უცნობია, თუმცა ამგვარი მონაცემები დაზუსტებული ჯერ არც სხვა ვაქცინებზეა.

ვაქცინაციისთვის საჭიროა 2 დოზა და ის 21 დღის ინტერვალით კეთდება. მისი შენახვის პირობები 2-დან 8 გრადუსამდეა.

  • სინოვაკის ეფექტიანობა

პირველი მასშტაბური კლინიკური კვლევით, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდა, ვაქცინამ 50.65% ეფექტიანობა აჩვენა. ჩილეს უნივერსიტეტის კვლევით კი, ამ ვაქცინის ორი დოზის გაკეთებიდან ორი კვირის შემდეგ, ეფექტიანობა 54%-ია. თურქეთის კლინიკურ ტესტებში ვაქცინის ეფექტიანობა 91.25% იყო. მონაცემებში ამხელა განსხვავება იმით ახსნეს, რომ ბრაზილიაში ეფექტიანობა ვირუსის სიმპტომატურ და უსიმპტომო ვერსიების წინააღმდეგ გაიზომა, თურქეთში კი - მხოლოდ სიმპტომატურის.

  • რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს ვაქცინას?

გავრცელებული ინფორმაციით, სინოვაკის ხუთი ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტი არის: მომატებული წნევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნაჩხვლეტის ადგილზე ტკივილი და შეწითლება. სიცხე, როგორც გვერდითი მოვლენა, "სინოვაკის“ შემთხვევაში უფრო იშვიათად გამოვლინდა, ვიდრე "ფაიზერისა" და "ასტრაზენაკას" შემთხვევაში.

  • სად იყენებენ სინოვაკს

ამჟამად "სინოვაკი“ 25-ზე მეტ ქვეყანაში გამოიყენება, მათ შორის აზერბაიჯანში, სადაც "სინოვაკით“ ვაქცინაცია 2021 წლის თებერვალში დაიწყო, მას შემდეგ რაც ქვეყანამ 4 მილიონი დოზა ვაქცინა მიიღო. ამ დრომდე აზერბაიჯანმა "სინოვაკით" მილიონზე მეტი ადამიანი აცრა.

იყო ლაპარაკი, რომ შესაძლებელია ვაქცინის ეფექტიანობის გასაზრდელად "სინოფარმის“ და "სინოვაკის“ კომბინირება მოხდეს. ამის თაობაზე ჩინეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

როგორ გამოიყურებოდნენ ნუნუკა თამაზაშვილი და ანუკი არეშიძე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ გალა-კონცერტზე (ფოტოები)

სოფელ გუმათში საპოლიციო ძალების მობილიზებაა

როგორ გამოიყურებოდა ნუნუკა თამაზაშვილი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ცერემონიაზე - ფოტოები