ავტორი:

"თქვენ ხომ მარტო ჩახდილებს აღიარებთ, ზურა ბატონო" - რას წერს ნატო დუმბაძე ზურა ჯაფარიძის განცხადების საპასუხოდ

"თქვენ ხომ მარტო ჩახდილებს აღიარებთ, ზურა ბატონო" - რას წერს ნატო დუმბაძე ზურა ჯაფარიძის განცხადების საპასუხოდ

პროდიუსერი ნატო დუმბაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე, ზურა ჯაფარიძის მიერ, "ნამახვანჰესის" აქციის მონაწილეების მიმართ გამოთქმულ შეფასებას ეხმიანება, სადაც ჯაფარიძემ მათ "სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები” უწოდა და მწვავედ გააკრიტიკა.

ნატო დუმბაძის განცხადებით, სამშობლოს რომ დაცვა დასჭირდეს, "გირჩის" წევრები პირველი დაიმალებიან:

"ზურაბ ჯაფარიძე "ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე - სხვადასხვა ფერის ფაშისტები და წითელ-მწვანე კომუნისტები გაერთიანდნენ. თქვენ ხომ მარტო ჩახდილებს აღიარებთ, ზურა ბატონო და ბოდიში! ასე ღრმად არ ვარ ჩახედული ნამახვანის ამბებში, თუმცა ესენი რომ ვინმეს ფაშისტებს უწოდებენ, სულ მცირე გადახედონ, თვითონ რომელ წლებში აქვთ “ნამოღვაწარი”! ხომ, კიდევ “მამაოებად”კურთხევა არ დაავიწყდეთ და კურთხეულებს უქადაგონ! სამშობლოს რომ დაცვა დასჭირდეს, პირველი დაიმალებით თქვენს “მრევლთან” ერთად! შეიძლება მეც დავინახე და გამიკვირდა კიდეც ვიღაცების იქ ყოფნა, მაგრამ თქვენნაირებს იქ მდგომი “ფაშისტები” მირჩევნია! ისე ნეტა წითელ- მწვანე რომელია?"