ავტორი:

“მინდა დავამშვიდო მიშა, მის მიერ აშენებული ლამაზი შენობები არ ჩაიძირება" - რას პასუხობს გოცირიძე სააკაშვილს "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით?

“მინდა დავამშვიდო მიშა, მის მიერ აშენებული ლამაზი შენობები არ ჩაიძირება" - რას პასუხობს გოცირიძე სააკაშვილს "ნამახვანჰესთან" დაკავშირებით?

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ "ნამახვანჰესის" თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე პასუხობს და წერს:

"გუშინ ექსპერტმა ბრძანა, ნამახვანი რომ დაინგრეს, არ იქნება 19 მეტრის სიმაღლის ტალღა, მხოლოდ 4 მეტრის სიმაღლის იქნებაო. მინდა, ამ ახალი ინფორმაციით დავამშვიდო მიშა, რომელმაც გუშინ ნიკა გვარამიასთან საუბარში განაცხადა, რომ მის მიერ ქუთაისში აშენებული ლამაზი შენობები შეიძლება წყალში ჩაიძიროს. არ მოხდება ასე. 4 მეტრის სიმაღლის წყალი შუშის პარლამენტის მხოლოდ ორ სართულს დატბორავს".

აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტობის დროს ჰესების მშენებლობის წინააღმდეგი სულაც არ ყოფილა. მეტიც, სწორედ მისი ხელისუფლების დროს, 2009 წლის 8 დეკემბერს გაფორმდა საქართველოსა და თურქეთ-სამხრეთ კორეის კონსორციუმს შორის მემორანდუმი ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ, თუმცა დღეს ის აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის სხვა წყაროები აქვს და ჰესები აღარ არის მთავარი პრიორიტეტი.

“მე ამ ბიჭების უმრავლესობა ადამიანურად მესიმპათიურება. უმეტესობის მოტივაცია არის აბსოლუტურად სუფთა და სწორი. თქვენც იყავით იმ ეპოქაში, როდესაც საქართველო ბოლომდე ჩაბნელებული იყო. არ შეიძლებოდა, რომ ჩვენ თავიდან არ აგვეშენებინა ჰესები. ვინც მაგას მეტყვის, რომ როგორ არ მოგტყდათ ის ხელი, რომლითაც დაიწყეთ ენერგეტიკაში წესრიგის დამყარება, ჰესების მშენებლობა, იმ ადამიანს უნდა შევარდნაძის ჭაობში. მეორე საკითხია, რომ მე ავიყვანე ტურისტების რაოდენობა 50 ათასიდან 7 მილიონამდე.

თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ მე მიმეღო გადაწყვეტილება, რომ მდინარე რიონი, საქართველოს ისტორიული მნიშვნელოვანი და ულამაზესი მდინარე, შეგვეყვანა მილში? ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ მდინარე რიონი გავაქროთ და წარმოუდგენელია, რომ ისეთი პროექტი ყოფილიყო, რომელიც ქუთაისს შეუქმნიდა საფრთხეს… ქალაქი, რომელშიც ამხელა გული და სული ჩავდეთ, წაეღო წყალს”, - განაცხადა სააკაშვილმა “მთავარი არხის” ეთერში.

ჟურნალისტი და რეჟისორი ირინა ბოკუჩავა კორონავირუსით გარდაიცვალა

"მართლაც ძალიან შთამბეჭდავი გერმანელი პოლიტიკოსი" - რას წერს  მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან შეხვდრის შემდეგ?

"წლობით უვლიდა საწოლს მიჯაჭვულ დედას... ხელოვნური ბაღი მოუწყო, პატარა "წყაროსთავით" და "ხეებით" - რას წერს გიორგი კეკელიძე მაკა სულაძის შესახებ