ავტორი:

"უკრაინა მისთვის ლამაზი და ამაყი ქალია, ის კი ყოველთვის პოულობს საერთო ენას ქალებთან" - ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში სააკაშვილს განასახიერებს

"უკრაინა მისთვის ლამაზი და ამაყი ქალია, ის კი ყოველთვის პოულობს საერთო ენას ქალებთან" - ბესო ზანგური უკრაინულ სერიალში სააკაშვილს განასახიერებს

Знай наших - ასე ჰქვია უკრაინულ კომედიურ მინი-სერიალს, სადაც ქართველი პერსონაჟის როლს, რომლის პროტოტიპიც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, ბესო ზანგური თამაშობს. ინფორმაციას კი სოციალურ ქსელში მსახიობი თავად ავრცელებს. უცნობია, რატომ არ უთქვამს ბესო ზანგურს დღემდე ამ როლის შესახებ, რადგან ინფორმაციის მოძიების შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ Знай наших-ის პირველი სეზონი ჯერ კიდევ 2017 წელს გამოვიდა ეკრანზე და ტელეკომპანია 1+1-ის ეთერში გადიოდა.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე ქართულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზანგური მიხეილ სააკაშვილის როლში გადაიღეს, მსახიობმა დაადასტურა, რომ პრემიერა ნამდვილად ორი წლის წინ იყო, თუმცა აქამდე ამ როლის შესახებ არ უსაუბრია.

კომედიური სერიალის ერთ-ერთი მთავარი ხაზი იმაზე მოგვითხრობს, თუ რას გრძნობენ უცხოელები უკრაინაში ჩასვლისას. როგორ ატარებენ დროს და რა ტიპის თავგადასავლებში ეხვევიან. მსახიობი ბესო ზანგური საქართველოდან ჩასული ქართველი პოლიტიკოსის, ზურა კოხეთის როლს ასრულებს. მისი გმირი ძალიან ჰგავს მიხეილ სააკაშვილს.

პოლიტიკოსის კიევში ჩაფრენის მიზეზი ერთია - მან უკრაინელ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება უნდა გაუზიაროს. "უკრაინა მისთვის ლამაზი, ამაყი და დამოუკიდებელი ქალია და ის ყოველთვის პოულობს საერთო ენას ქალებთან", - ვკითხულობთ სერიალის ანონსში.

ბესო ზანგური ბოლო დროს არაერთ სკანდალში გაეხვა. მას შემდეგ რაც, მეორე მეუღლემ ნინუცა მაყაშვილმა ეთერში აღიარა, რომ მსახიობი ორსულს ფიზიკურად უსწორდებოდა, „რუსთაველის თეატრმა“ ზანგური ყველა როლიდან მოხსნა. სკანდალების სერია ამით არ დასრულებულა. მართალია, მაყაშვილმა ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე უარი განაცხადა, მაგრამ ზანგურს მაინც მოუწია პოლიციაში გამოცხადება. მიზეზი კი „რუსთავი 2“-ის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული ჩანაწერი გახდა, რომლის შესახებაც ინფორმაცია, თავად ზანგურმა გაავრცელა. მოგვიანებით მსახიობმა დაწერა, რომ ამ ეპიზოდზე მის წინაღმდეგ საქმე არ აღიძრა, რადგან ის უდანაშაულო გახლდათ.

"უცებ გადაწყვიტეს... მირანდა ძალიან ბედნიერია" - ქართველი მოდელი, მიმი შელია რუსი მილიარდერის სკანდალურ შვილიშვილზე დაქორწინდა

მარინა ჯანაშია მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს - ფოტორეპორტაჟი

მარინა ჯანაშია რუსთაველის თეატრიდან გამოასვენეს