ავტორი:

"ყველას მივესალმები საარჩევნო პროცესში, იქნება ბატონი გახარია? კი ბატონო, იყოს, იქნება ბატონი ვასაძე? იყოს - არ ვაპირებ არც დაგმობას და არც მათთან ბრძოლას" - მელია

"ყველას მივესალმები საარჩევნო პროცესში, იქნება ბატონი გახარია? კი ბატონო, იყოს, იქნება ბატონი ვასაძე? იყოს - არ ვაპირებ არც დაგმობას და არც მათთან ბრძოლას" - მელია

მათ ექნებათ თავიანთი შანსი, მოიპოვონ მხარდაჭერა საზოგადოებაში, ჩვენ გვექნება ჩვენი შანსი, ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი პერსპექტივები, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ნიკა მელიამ იმ შეკითხვის პასუხად განაცხადა, თვლის თუ არა ყოფილ პრემიერ გიორგი გახარიას მთავარ კონკურენტად.

„ყველას მივესალმები საარჩევნო პროცესში, იქნება ბატონი გახარია, კი ბატონო, იყოს ბატონი გახარია, ვინც არ უნდა იყოს - იქნება ბატონი ვასაძე, იყოს ბატონი ვასაძე. მე არ ვუყურებ პროცესს იმდაგვარად, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ადამიანი თავისი პოლიტიკური მრწამსით ან წარსულით, მას არ ჰქონდეს უფლება არჩევნებში მონაწილეობის მიღების და საერთოდ არ ვაპირებ არც დაგმობას და არც მათთან ბრძოლას. ჩვენ გვაქვს სხვა დიდი მიზანი და ეს მიზანი არის ბედნიერი საქართველოს ხილვა. რაც ცნობიერი ცხოვრება მაქვს მე, დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის განმავლობაში არ მინახავს სამწუხაროდ არცერთი თაობა დაბადებული ბედნიერი და გაზრდილი ამ ქვეყანაში და არ მინდა, რომ ეს ყველაფერი განგრძობადი იყოს.

იქნებიან, კი ბატონო, მათ ექნებათ თავიანთი შანსი, მოიპოვონ მხარდაჭერა საზოგადოებაში, ჩვენ გვექნება ჩვენი შანსი, ჩვენი შესაძლებლობები, ჩვენი პერსპექტივები. გამოვა ასპარეზზე, მოვისმენ მის ხედვას, თუკი ეგზომ გაუგონარი რამ არ თქვა და 20 ივნისის ამბებში კვლავ არ დაადანაშაულა პატრიოტები და ბატონ ივანიშვილს ოლიგარქს კი არა ილია ჭავჭავაძეს უწოდებს, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მექნება ჩემი შეფასება და ამის შემდეგ საერთოდ არ ვაპირებ ჩემს ოპოზიციურ ველზე კონკურენტების კრიტიკას. რაც არ უნდა მათთვის მიუღებელი ვიყო მე ან პირიქით - ჩემთვის იყვნენ ისინი მიუღებლები", - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ნაკლები მიშა ოპოზიციის გამარჯვების ფორმულაა" - გიორგი ვაშაძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრება გააცამტვერებს პუტინის გეგმებს" - რას წერს ამერიკელი სენატორი?