ავტორი:

ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ

ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ

კატალონიის პოლიცია იძიებს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეს, რომლის ცხედარიც დინოზავრის ქანდაკებაში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ტელეფონის ამოსაღებად დინოზავრის ქანდაკებაში ჩავიდა და შემდეგ ვეღარ გამოვიდა.

როგორც "გარდიანი“ წერს, ცხედარი ბარსელონას გარეუბანში, სანტა კოლომაში მამა-შვილმა იპოვა. ისინი ქანდაკებასთან ახლოს იმყოფებოდნენ, რა დროსაც შენიშნეს, რომ "იქ რაღაც იყო." ყოველივეს შემდეგ მამამ პოლიცია გამოიძახა.

პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, გარდაცვლილი 39 წლის მამაკაცია.

"მამამ და შვილმა შენიშნეს, რომ იქ რაღაც იყო და პოლიციას მიმართეს. ჩვენ ცხედარი ვიპოვეთ დინოზავრის ქანდაკების ფეხში. ეს არის შემთხვევით სიკვდილი, ადგილი არ ჰქონია ძალადობას. ეს ადამიანი ქანდაკების ფეხში ჩავიდა და გაიჭედა. ჩანს, რომ მობილური ტელეფონის ამოღებას ცდილობდა, რომელიც იქ ჩაუვარდა, სწორედ ამის გამო შეძვრა ქანდაკებაში“, - აცხადებენ სამართალდამცველები.

ცხედრის ამოსაყვანად გამოიძახეს სამაშველოს სამსახური და ქანდაკება გაჭრეს.

"ჯერ კიდევ ველოდებით აუტოფსიის შედეგებს, ჯერჯერობით, არ ვიცით რამდენ ხანს იყო იქ. სავარაუდოდ, ორი დღე", - ამბობენ სამართალდამცველები.