ავტორი:

ირინა შეიკი ქანიე უესთს ხვდება? - შესაძლოა, მალე ფანებმა ახალი ვარსკვლავური წყვილი იხილონ

ირინა შეიკი ქანიე უესთს ხვდება? - შესაძლოა, მალე ფანებმა ახალი ვარსკვლავური წყვილი იხილონ

დილიდან დასავლური ყვითელი პრესა ახალ ვარსკვლავურ რომანზე წერს. საქმე ეხება სუპერმოდელ ირინა შეიკისა და რეალითი შოუების ვარსკვლავის, კიმ კარდაშიანის ყოფილი ქმრის, რეპერ ქანიე უესტის შესაძლო სასიყვარულო კავშირს.

ინფორმაცია გამოცემამ The Sun deuxmoi-ზე დაყრდნობით გაავრცელა და ახალმა ამბავმა მალევე მოიცვა სოციალური ქსელები.

როგორც გამოცემა წერს, ინფორმაცია ირინასა და ქანიეს რომანტიკული ურთიერთობის შესახებ ჯერჯერობით დაუდასტურებელია და წყვილი ამბავს საიდუმლოდ ინახავს.

ირინა შეიკსა და ქანიე უესთს ერთმანეთთან დიდი ხანია მეგობრული კავშირი აქვთ. მათი გზები ჯერ კიდევ 2010 წელს გადაიკვეთა, როდესაც რუსმა მოდელმა ქანიეს მუსიკალურ ვიდეორგოლში მიიღო მონაწილეობა.

რეპერი რამდენიმე თვის წინ კიმ კარდაშიანს სკანდალურად დაშორდა. კარდაშიანმა ღიად ისაუბრა ქანიეს ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ და იმაზე, რომ მას ბიპოლარული აშლილობა აქვს, თავის მხრივ, რეპერმა თქვა, რომ კიმსა და მის ოჯახს რეპერის სახლში გამოკეტვა სურდათ.

რაც შეეხება ირინა შეიკს, ის რამდენიმე წლის წინ დაშორდა მსახიობ ბრედლი კუპერს, თუმცა მასთან დღემდე ახლო ურთიერთობა აქვს.

წყვილს ერთი საერთო შვილი, ლეა ჰყავს, რომლის აღზრდაზეც პასუხისმგებლობას თანაბრად ინაწილებენ.