ავტორი:

"ვინმემ ითხოვა ეს დოკუმენტი და არ მისცეს?" - როგორ პასუხობს მიხეილ სარჯველაძე ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციას და რას ამბობს დოკუმენტის შინაარსზე?

"ვინმემ ითხოვა ეს დოკუმენტი და არ მისცეს?" - როგორ პასუხობს მიხეილ სარჯველაძე ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციას და რას ამბობს დოკუმენტის შინაარსზე?

მე არ მახსოვს, რომ კაბალურ პირობებზე გვესაუბროს, იყო პირობები, რომელიც მოგვეჩვენა, რომ შესაძლებელი იყო მოლაპარაკების პროცესში ერთი ან მეორე მხარისგან ყოფილიყო დასათმობი, - ასე უპასუხა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ კითხვას, ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 30 მარტის შეფასებითი დოკუმენტით „ნამახვანჰესების“ კასკადი დაწუნებულია და ამ დოკუმენტს უკიდურესად კრიტიკული შინაარსი აქვს.

სარჯველაძემ მედიის წარმომადგენლებთან დღეს ვერ გაიხსენა დოკუმენტის შინაარსი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, მისი ხელმოწერა აქვს.

მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ზუსტად არ ახსოვს არის თუ არა მასში 22 კრიტიკული შენიშვნა, რაზეც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები საუბრობენ.

ამასთან, უარყო ინფორმაცია, რომ დოკუმენტი თითქოს გასაიდუმლოებული იყო.

"ვინმემ ითხოვა ეს დოკუმენტი და არ მისცეს? არ მგონია, რომ აქ ასე იდგეს საკითხი. არის სტანდარტული პროცედურა, როდესაც მთავრობა ან რომელიმე სამინისტრო დებს მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ჩართულია იუსტიციის სამინისტრო როგორც სამართლებრივი ექსპერტიზის განმახორციელებელი სუბიექტი. შესაბამისად, ეს ერთ-ერთი ხელშეკრულება იყო, რომელმაც გაიარა იუსტიციის სამინისტროში ექსპერტიზის პროცესი. იქ ბუნებრივია, რომ რჩევები გაიცემა და ამ რჩევებზეა როგორც ჩანს საუბარი. ასე არ მახსოვს შენიშვნები, უნდა ვნახოთ დოკუმენტი და იქედან უნდა აღმოაჩინოთ რა იყო მოგვიანებით გათვალისწინებული და რა არა. მაგალითად, იქ გაიცემა ხოლმე რეკომენდაცია და შეიძლება აქაც ეგრე იყო, მაგრამ ამას გადამოწმება სჭირდება, რომ გარჩევა ქართული სამართლით ყოფილიყო, თუმცა, ყოველთვის ამის გათვალისწინება ვერ ხერხდებოდა, რადგან ყველა სამინისტროს თავადაც ერჩივნა ყოფილიყო ქართული სამართალი, თუმცა, ეს მოლაპარაკების საგანი იყო.

დოკუმენტის შინაარსის დეტალები ნამდვილად არ მახსოვს. მიჭირს კონკრეტული დეტალების აღდგენა. თუმცა, რა იქნებოდა რჩევები მიცემული, რომ საკითხებზე მოლაპარაკება უნდა მომხდარიყო და ამის შემდეგ ხელშეკრულების გარკვეული პირობების აწონვა. მოლაპარაკების პროცესზე იქნებოდა დამოკიდებული ყველა ამ შენიშვნის გათვალისწინება ან არგათვალისწინების საკითხი. მე არ მახსოვს, რომ კაბალურ პირობებზე გვესაუბროს, იყო პირობები, რომელიც მოგვეჩვენა რომ შესაძლებელი იყო მოლაპარაკების პროცესში ერთი ან მეორე მხარისგან ყოფილიყო დასათმობი. ეს მოლაპარაკების მხარეებზეა დამოკიდებული და ვფიქრობ, ჩვენი რჩევები კორექტული იყო. 22 შენიშვნის ავტომატურად და მექანიკურად გათვალისწინება, სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ხოლმე. ერთია ხელშეკრულების პროექტის ექსპერტიზა და მეორე ის, რომ იუსტიციის სამინისტრო დადებულ ხელშეკრულებას და მის შესრულებას ამოწმებს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, „ნამოხვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ვარლამ გოლეთიანმა აღნიშნა, რომ გასაჯაროვდა იუსტიციის სამინისტროს 2019 წლის 30 მარტის შეფასებითი დოკუმენტი, სადაც დაწუნებულია „ნამახვანჰესების“ კასკადი და ამ დოკუმენტს უკიდურესად კრიტიკული შინაარსი აქვს.

მისივე თქმით, აღნიშნული დოკუმენტი აქამდე კონფიდენციალური იყო.

როგორ ულოცავს შარლ მიშელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს?

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ახლა გავიგე, რომ ხვალ სასამართლო პროცესი მაქვს - არც მინდა, რომ ჩემი ენერგიის თუნდაც იოტისოდენა ნაწილი ამაზე იყოს მიმართული" - მელია