ავტორი:

"გულგატეხილი მხედართმთავარი სიცოცხლეში ალბათ, ვერც იოცნებებდა სამშობლოში ასეთ დაბრუნებაზე" - პატრიარქი

"გულგატეხილი მხედართმთავარი სიცოცხლეში ალბათ, ვერც იოცნებებდა სამშობლოში ასეთ დაბრუნებაზე" - პატრიარქი

უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედართმთავარი, სიმბოლო ვაჟკაცობისა, გონიერებისა და თავდადებული მოღვაწეობისა, სიცოცხლეში ალბათ, ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე; ვერ იოცნებებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დამაშვრალი, სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს პატივით მიებარებოდა სამშობლოს მიწას, - ამის შესახებ პატრიაქის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც სამების საკათედრო ტაძარში დასვენებული გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხედართან, საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიომ წაიკითხა.

მისი თქმით, გენერალ კვინიტიძის ბიოგრაფია ერთხელ კიდევ ყველას გვახსენებს, რომ არ შეიძლება პირადულ და ვიწროპარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს.

"გენერალ გიორგი კვინიტაძე- ჩიქოვანის ცხედართან მდგომთ გვიპყრობს მწუხარებაც და სიხარულიც. მწუხარება იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ გვახსენდება წითელ არმიასთან ჩვენი მებრძოლების უთანასწორო დაპირისპირება და წაგებული ომი, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩვენი ქვეყნის ბედი. სიხარული კი იმიტომ, რომ სამშობლო არ ივიწყებს და სიხარულით იბრუნებს თავის ქვეყნის შვილებს.

ხუთი დღის განმავლობაში, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდლის ნეშტი წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაასვენეს, არ შეწყვეტილა აქ მსახურება მისი სულის საოხად. მოძღვრები და მრევლი სხვადასხვა ეკლესიისა, იხდიდნენ პანაშვიდს, იკითხებოდა ფსალმუნები, აღევლინებოდა გალობა... გენერალ გიორგი კვინიტაძეს პატივი მიაგეს ჯარისკაცებმა, და რა თქმა უნდა, ჩვენმა საზოგადოებამაც.

უცხოეთში გადახვეწილი, გაჭირვებაში მცხოვრები, გულგატეხილი მხედარმთავარი, სიმბოლო ვაჟკაცობისა, გონიერებისა და თავდადებული მოღვაწეობისა, სიცოცხლეში ალბათ, ვერც იოცნებებდა ასეთ დაბრუნებაზე; ვერ იოცნებებდა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დამაშვრალი, სწორედ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს პატივით მიებარებოდა სამშობლოს მიწას.

მისი ბიოგრაფია ერთხელ კიდევ ყველას გვახსენებს, რომ არ შეიძლება პირადულ და ვიწროპარტიულ ინტერესებს ქვეყანა და საქვეყნო საქმეები შეეწიროს, რომ უმთავრესია სწორი ორიენტირების შენარჩუნება და ჩვენი ცხოვრებით ღმერთის, სამშობლოსა და ადამიანის მსახურება რა საქმიანობასაც არ უნდა ვეწეოდეთ და სადაც არ უნდა ვიმყოფებოდეთ.

ღმერთმა დალოცოს და სავანესა მართალთასა დააწესოს ბ-ნ გიორგი კვინიტაძე-ჩიქოვანის უკვდავი სული. ღმერთმა დალოცოს მისი შთამომავლები და ახლობლები.

მადლობა საფრანგეთს ქართველ ემიგრანტთა მიღებისა და პატრონობისათვის.

მადლობა საქართელოს პრეზიდენტს დიდი გენერლის სამშობლოში დაბრუნების ინიციატივისათვის,”- აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში

"შვილებივით გაგზარდეთ, მამა-შვილური სიყვარულით..." - რა უპასუხა პატრიარქმა ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებას, რომელმაც ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისთვის შენდობა ითხოვა

საქართველოში "ფაიზერის" ვაქცინით შესაძლოა, 16-17 წლის მოზარდებიც აცრან - ამირან გამყრელიძე

"არ უნდა გავთამამდეთ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე სამომავლოდ შეზღუდვების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით