ავტორი:

"საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი" - დავით კაჭარავა ვასაძე-დუგინის შეხვედრაზე

"საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი" - დავით კაჭარავა ვასაძე-დუგინის შეხვედრაზე

"საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი", - ამბობს ყოფილი მორაგბე, "ქართული ოცნების" დეპუტატი, საქართვეელოს დამოუკიდებლობის დღეზე ლევან ვასაძისა და ალექსანდრ დუგინის შეხვედრის შეფასებისას. კომენტარი კაჭარავამ "მთავარ არხთან" გააკეთა.

“არ მინახავს მათი შეხვედრა, არც გამიგია… საერთოდ არ ვიცი დუგინი თუ არის კრემლის მთავარი იდეოლოგი, მაგრამ ვასაძეს ბევრი კონტაქტი აქვს რუსეთში, ის მოღვაწეობდა რუსეთში და მას უნდა ჰკითხოთ, რა სახის შეხვედრა იყო და რაზე ისაუბრეს", - ამბობს კაჭარავა.

კითხვას, ვასაძის დუგინთან შეხვედრა ხომ არ აჩენს განცდას, რომ შესაძლოა, რუსეთი საქართველოს პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიოს, დეპუტატი ასე პასუხობს:

“რუსეთის ჩარევა? რას გულისხმობთ ჩარევაში? შესაძლებელი ყველაფერია, მაგრამ თვითონ ბატონ ლევანს რომ ჰკითხოთ, რა სახის შეხვედრა იყო და რას მოიცავდა, კითხვებს პასუხი გაეცემა მე მგონი.

ლევანი არის გამოცდილი ადამიანი, ცხოვრებაში ბევრი რამ გაუვლია, წარმატებული ბიზნესმენი, მას პირადადაც ვიცნობ და ჩვენ არ გვისაუბრია მის პოლიტიკურ შეხედულებებზე. როგორც ადამიანს, პატივს ვცემ და ვაფასებ, დანარჩენი მისი პოლიტიკური შეხედულებები არ ვიცი”, - ამბობს კაჭარავა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"არ ვამბობ, რომ უშეცდომო ვართ, პირიქით, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ არ დაგვიშვია დანაშაული" - პრემიერი

"არსებობს იგავი - "კუ და მორიელი", წყალზე კუს მორიელი გადაჰყავს და კბენს, ეკითხებიან, რატომ კბენს? - ასეთია მათი გვარი, ასეთია ამ პოლიტიკური ძალის გვარი" - კობახიძე "ნაცმოძრაობაზე"