ავტორი:

"ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს მოვუწოდებთ,  დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე" - შსს-ს განცხადება

"ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეებს მოვუწოდებთ,  დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე" - შსს-ს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრო, გუმათში შეკრებილ "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგე მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან კანონის მოთხოვნები და შეინარჩუნონ სიმშვიდე. პოლიცია იმოქმედებს მისთვის მინიჭებული მანდატის ფარგლებში და რეაგირებას მოახდენს კანონდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების ხელოვნურად ესკალაციის თავიდან არიდების მიზნით, რიონის ხეობაში მობილიზებული არიან და საზოგადოებრივ წესრიგს იცავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს შეკრებილებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც შსს-ს ავრცელებს.

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე რეგულირების სააგენტომ გამოძიებას ყველა შესაბამისი დოკუმენტაცია გადასცა

ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

"დღემდე არ ვიცით, რა ეტაპზე გაუკეთდა მეგის ადრენალინი, ექსპერტიზა ჩუმადაა, ჩატარებული გამოძიება საკმარისი არაა" - გარდაცვლილი ექთნის ადვოკატი