ავტორი:

"მადლობა შენი წყალივით წმინდა და რეალური პერსონაჟებისთვის. შენი სილამაზისთვის" - მერაბ ნინიძე მარი ჯანაშიას ემოციურ პოსტს უძღვნის

"მადლობა შენი წყალივით წმინდა და რეალური პერსონაჟებისთვის. შენი სილამაზისთვის" - მერაბ ნინიძე მარი ჯანაშიას ემოციურ პოსტს უძღვნის

საქართველოს დამსახურებული არტისტი, მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყველასთვის საყვარელ შემოქმედს საზოგადოება ემშვიდობება და ადამიანები ემოციურ პოსტებს სოციალურ ქსელში აქვეყნებენ, მათ შორის არიან გარდაცვლილის კოლეგებიც.

მარი ჯანაშიასადმი მიძღვნილი პოსტი გამოქვეყნდა მსახიობ მერაბ ნინიძის "ფეისბუქ-გვერდზეც".

"განსაკუთრებული, ყველასგან განსხვავებული, მშვენიერი, მომნუსხავი მარინა ჯანაშია (RIP). ბედნიერი ვარ, რომ გიცნობდი და შენთან ერთად სცენაზე, თუ კამერის წინ მუშაობის შანსი მომეცა. მადლობა ყველაფრისთვის და პირველ რიგში, შენი წყალივით წმინდა და რეალური პერსონაჟებისთვის. შენი სილამაზისთვის.

მადლობა "პატარა უფლისწულისთვის“, რადიო სპექტაკლისთვის, რომელშიც პრინცის როლს კითხულობდი... შენი ხმა ჩემი მეგობარი იყო მთელი ჩემი ბავშვობა. არ დამავიწყდება ჩვენი პირველი შეხვედრა. მოჯადოებული ვმუტბუტებდი შენს სახელს და არ მჯეროდა, რომ ბედმა ასეთი საჩუქარი გამიკეთა. არ მჯეროდა, რომ ის ხმა საბოლოოდ გავიცანი.

"რომეო და ჯულიეტა“ შენი ხათრით წავიკითხე, იმიტომ რომ ჯულიეტას როლში გნახე სცენაზე...

და მარინა,

კახი კავსაძემ რომ დასვა შეკითხვა - "ნეტა, იმ ქვეყნად თუ არის თეატრიო“... ალბათ, არის...ალბათ, კახისაც იქ ნახავ და საბოლოოდ, ერთმანეთს ყველა იქ ვნახავთ, იმ არსებულ თუ არარსებულ თეატრში“, - ვკითხულობთ მერაბ ნინიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.