ავტორი:

ანასთან მუშაობა არის ძალიან რთული, აუტანელი, თან მეცინება ამას რომ ვამბობ - „რედიზაინის“ წამყვანები ერთმანეთის შესახებ

ანასთან მუშაობა არის ძალიან რთული, აუტანელი, თან მეცინება ამას რომ ვამბობ - „რედიზაინის“ წამყვანები ერთმანეთის შესახებ

ულტრათანამედროვე, ხარისხიანი და სრულიად უფასოდ შესრულებული ინტერიერის დიზაინი და შედეგით გაოცებული ბედნიერი სახეები - ეს იმ გადაცემის მოკლე აღწერაა, რომელმაც უკვე უამრავი ადამიანის სახლს ახალი სიცოცხლე შესძინა.

გადაცემა „რედიზაინი“ ცოტა ხნის წინ TV პირველზე დაიწყო და ათასობით ერთგული მაყურებელი შეიძინა. მისი მხიარული წამყვანები ანა ქურთუბაძე და ნოდარ ჯავახიშვილი კი მაყურებლის ფავორიტი დუეტი გახდა.

ანას და ნოდოს ხალისიანი წაყვანის სტილი და ერთმანეთით „უკმაყოფილება“ ფეისბუქ მომხმარებლების მხრიდან განხილვის თემა ხშირად ხდება ხოლმე. გადავწყვიტეთ, ამ საკითხზე ორივე წამყვანი ჩაგვეწერა და ცოტა რამ ერთმანეთზეც გვეკითხა:

ანა „რედიზაინზე“ მუშაობის გამოცდილებას გვიზიარებს და გვიამბობს, რომ ძალიან სასიამოვნო და ემოციურია, როცა გახარებული და აღფრთოვანებული ადამიანების ემოციებს ხედავ და ამ ყველაფერში წვლილი თავადაც მიგიძღვის.

თავის მხრივ, ნოდომ აღნიშნა, რომ მიუხედავად გადაცემის წაყვანის წარსული გამოცდილებისა, „რედიზაინი“ მისთვის ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა, რადგან განსხვავებულ ფორმატს ითვალისწინებს და თან ემოციური ფონი ახლავს.

კითხვაზე, როგორია ნოდოსთან ერთად მუშაობა, ანა გვპასუხობს, რომ მასთან ერთად გადაცემის წაყვანის პროცესი „კარგი და სასიამოვნოა“:

„ჩვენი დუეტი მაყურებლისგან ხშირად დადებით გამოხმაურებას იღებს. ხშირად „ვმაიმუნობთ“, ვხუმრობთ, „ცუდად ვიქცევით“... პირადად ჩვენ მაყურებლები ბევრ დადებით შეფასებას გვწერენ ხოლმე. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, გავართოთ მაყურებელი და კარგ ხასიათზე დავაყენოთ. იმის ფონზე, რომ ქვეყანაში პანდემიური ვითრებაა და მოწყენის ბევრი მიზეზი არსებობს, ვცდილობთ, მხიარული გადაცემა შევქმნათ და მაყურებელს უარყოფითი ემოციებისგან განტვირთვის საშუალება მივცეთ“, - აღნიშნა ანამ.

თავის თანაწამყვანზე სულ სხვა რამეს გვეუბნება ნოდო. როგორც თავად გვიამბობს, ანასთან მუშაობა „რთული“ და ხანდახან აუტანელია, თუმცა ისინი უახლოესი მეგობრები არიან.

„ანასთან მუშაობა არის ძალიან რთული, აუტანელი, თან მეცინება ამას რომ ვამბობ. მთელი ეს პროცესი ემოციებთანაა დაკავშირებული. ჩვენ დიდი ხანია, ვმეგობრობთ, თუმცა გადაცემაში კიდევ უფრო სხვანაირად გავიცანით ერთმანეთი და კადრს მიღმა კიდევ უფრო დავახლოვდით. ალბათ ეს სირთულეც ერთ-ერთი გამოწვევაა და ალბათ ამასაც ორივე ვუმკლავდებით. კადრში არ ჩანს, რომ ჩვენ „მტრულად“ ვმუშაობთ ერთმანეთთან, რადგან ზოგჯერ სხვადასხვა ინტერესი გვაქვს ხოლმე“, - განგვიმარტა ნოდომ.

კითხვაზე, ასეთი სირთულეების გამო როგორ ურთიერთობას ინარჩუნებენ წამყვანები, ნოდო აღნიშნავს, რომ ბევრი რამ ეკრანებზე არ ჩანს.

„თუკი სკოლის ასაკში თქვენთვის თმა მოუწიწკნიათ, უფრო მსგავსია ჩემი და ანას ურთიერთობა, რადგან გადაცემაში ყველაფერი არ ჩანს და ალბათ არც უნდა ჩანდეს, ამაზე ალბათ შემდეგ ვისაუბრებთ, როდესაც პირველი გადაღებები დასრულდება. მანამდე მე ჩემსა და ანას ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე და ანა ადრე ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და ახლა კიდევ უფრო ახლო მეგობრები ვართ“, - აღნიშნა ნოდომ.

ერთმანეთთან ურთიერთობის გარდა, წამყვანები „რედიზაინის“ გუნდთან მუშაობის გამოცდილებასაც გვიზიარებენ. მათი თქმით, „მიჰაუსის“ დიზაინერები და ხელოსნები მთელი თავიანთი რესურსით არიან გადაცემაში ჩართულები და ცდილობენ, მაქსიმალური შედეგი დადონ.

„რემონტის დასრულების შემდეგ როცა ვნახულობ განახლებულ ოთახს და შემდეგ ძველს ვიხსენებ, ვხვდები, რამხელა საქმე გააკეთეს „მიჰაუსის“ დიზაინერებმა და მინდა, ამ ყველაფრისთვის მადლობა გადავუხადო კომპანიებს და მთელს გუნდს, რომელიც პროექტზე მუშაობს. რაც მთავარია, ის ბედნიერი სახეები, რომელსაც ბინის ჩაბარებისას ვუყურებ, ალბათ ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება, რადგან ეს არის ჩვენი პროექტის მიზანი - ადამიანების გაბედნიერება, მათთვის რაიმე სასიკეთოს გაკეთება. როცა ფეისბუქ გვერდზე უამრავი მადლობის წერილი შემოგვდის, ვხვდებით, რომ პროექტი შედგა და ყველაფერი სწორად და კარგადაა გაკეთებული“, - აღნიშნავს ნოდო.

„შეიძლება, ცოტა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ერთი ოჯახივით ვართ, ნამდვილად ასეა, არ მაქვს შეგრძნება, რომ სამსახურში მივდივარ. ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და სამსახურს ვერ ვარქმევ, იმდენად ოჯახური გარემოა და ერთმანეთთან კომუნიკაციაც ძალიან სასიამოვნოა. რემონტის შესახებ ბევრი რამ არ ვიცოდი, მაგრამ დიზაინერებისა და მთელი იმ გუნდის დახმარებით, რომელიც პროექტზე მუშაობს, ბევრი სიახლე აღმოვაჩინე, ალბათ ასეა ჩვენი მაყურებლის შემთხვევაშიც.

თუ გსურთ, „რედიზაინის“ მხიარული წამყვანები თქვენთანაც მოვიდნენ, ამისათვის გასარემონტებელი ოთახის ფოტოები და წერილი გადაცემის ფეისბუქ გვერდს შეტყობინების სახით უნდა გაუგზავნოთ. შერჩევის შემდეგ კი ისინი პირადად გესტუმრებიან და „მიჰაუსის“ დიზაინერები და ხელოსნები სარემონტო სამუშაოებს დაიწყებენ.

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FRedesign.ge%2Fvideos%2F127393162718381%2F&show_text=false&width=560&t=0" width="560" height="314" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share" allowFullScreen="true"></iframe>

რა ემოციებთან არის დაკავშირებული გადაცემის წაყვანა?

ანა ქურთუბაძე: ძალიან საინტერესოა პროექტზე მუშაობა, იქიდან გამომდინარე, რომ პირველად შევეჩეხე რემონტის თემას, აქამდე საერთოდ არ ვიყავი რა როგორ უნდა გაკეთებულიყო და მეც ძალიან ბევრს ვსწავლობ. რაც მთავარია, ძალიან სასიამოვნო და ემოციურია, როცა ვხედავთ ადამიანების ბედნიერ სახეებს, როცა მათთან მივდივართ და მე და ნოდო ვუკაკუნებთ კარზე და ვხედავთ მათ ბედნიერ სახეებს. ბოლოს შედეგიც რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, როცა გაოცებული თვალებით შედიან ხოლმე განახლებულ ოთახში და ვეღარ ცნობენ მას.

ნოდოსთან მუშაობა როგორია?

ეს ჩვენთვის პირველი პროექტი არ არის, შუა დღეშიც ერთად ვართ და ვმეგობრობთ, მაგრამ აქ უშუალო პარტნიორობა მოგვიწია და გადაცემაში ვხუმრობთ ხოლმე, რომ ერთმანეთს ვითომ ვერ ვიტანთ და ჩემზე ამბობს ხოლმე „ძალიან მძიმეაო“, მაგრამ რეალურად, ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვართ და ძალიან კარგია მასთან მუშაობა, კარგი პარტნიორებია რაც მთავარია. მე მაინც მსახიობი ვარ და უფრო პროფესიული კუთხით ვუყურებ, სცენაზე ვაფასებ პარტნიორს გვერდით, ასევე ვაფასებ გადაცემაშიც და ძალიან კარგი პარტნიორია.

ჩვენი დუეტი მაყურებლისგან ყოველთვის დადებით გამოხმაურებას იღებს. ჩვენ ხშირად ვმაიმუნობთ და შემდეგი გადაცემები რაც ჩავწერეთ, იქაც „ცუდად ვიქცევით“. ძირითადად, სულ დადებითი შეფასებაა, რაც მოუწერიათ პირადად ჩვენთვის, რაც დაუწერიათ რედიზაინის ფეისბუქ გვერდზე და ერთობიან. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ გავართოთ მაყურებელი, კარგ ხასიათზე დავაყენოთ, თან იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ქვეყანაში ასეთი ვითარებაა, რაღაცნაირად ვცდილობთ, მხიარული გადაცემა შევქმნათ, რომ მაყურებელი განიტვირთოს ამ ცუდი ემოციებისგან.

ჩვენ შემთხვევაში, შეიძლება, ცოტა ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ერთი ოჯახივით ვართ, ნამდვილად ასეა, არ მაქვს მე შეგრძნება, რომ სამსახურში მივდივარ, მაქვს შეგძნება, რომ ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და სამსახურს ვერ ვარქმევ, იმდენად ოჯახური გარემოა და ერთმანეთთან კომუნიკაციაც ძალიან სასიამოვნოა.

წინასწარ გაქვთ თუ არა ტექსტი დაწერილი?

არა, წინასწარ არაფერი არ არის განსაზღვრული. წინასწარ განსაზღვრული გვაქვს მხოლოდ ის, რომ პროდუსერებთან ვათანხმებთ ტექსტს.

როგორი გამოცდილებაა თქვენთვის რედიზაინის წაყვანა?

ნოდო ჯავახიშვილი: ჩემთვის გადაცემის წაყვანა ახალი გამოცდილება არ არის და აქედან გამომდინარე, უცხო არ არის, რადგან მანამდეც ვყოფილვარ წამყვანის ამპლუაში და საინტერესოა, სხვანაირია და ის, რასაც ვნახულობთ და შემდე რასაც აკეთებენ „მიჰაუსის“ დიზაინერები ხომ საერთოდ ენით აღუწერელია ალბათ რადგან რეალურად ამ საქმეში იმდენი ადამიანია ჩართული და პროდუსერების გუნდი, კომპანიები, დიზაინერები და მართლაც რომ უსწრაფეს ვადაში კეთდება სასწაული. იმ მომენტში, როცა შედიხარ, შეიძლება, ვერ აღიქვა, მაგრამ დრო რომ გადის შემდეგ უფრო ხვდები, რამხელა რაღაც გააკეთა ამ გუნდმა და რაც მთავარია, ის ბედნიერი სახეები, რომელსაც ბინის ჩაბარებისას ვუყურებ, ალბათ ცხოვრების ბოლომდე არ დამავიწყდება, რადგან ეს არის ყველაფერი, რადგან ეს ნიშნავს, რომ პროექტი შედგა, მოდის უამრავი წერილი და ის მადლობის სიტყვები და ის ყველაფერი, რაც ხდება ნიშნავს იმას, რომ პროექტი სწორად და კარგადაა გაკეთებული, რისთვისაც მე დიდ მადლობას ვუხდი გუნდის თითოეულ წევრს, რომელიც ამ პროექტზე მუშაობს.

როგორია თქვენს თანაწამყვანთან ერთად მუშაობა?

ანასთან მუშაობა არის ძალიან რთული. აუტანელი, ოღონდ საერთოდ არ მეცინება. ძალიან რთულია იმიტომ, რომ ემოციებთანაა დაკავშირებული მთლიანად და აქედან გამომდინარე ცოტა რთულია, რადგან აქამდეც ვმეგობრობდით, თუმცა გადაცემაში კიდევ სხვანაირად გავიცანით ერთმანეთი და კადრს მიღმა კიდევ უფრო კარგად გავიცანით ერთმანეთი და ზოგჯერ გადაღების დროს ისეთი მომენტებია მასთან ერთად რაღაცების გაკეთება, მაგრამ ესეც ერთ-ერთი გამოწვევაა და ალბათ ამ გამოწვევასაც ორივე ვუმკლავდებით და კადრში არ ჩანს, რომ ჩვენ „მტრულად“ ვმუშაობთ ერთმანეთთან, იმიტომ რომ სხვადასხვა ინტერესები გვაქვს ხშირად, ზოგჯერ არა.

სირთულეში ვგულისხმობ იმას, რომ ხშირად გადაღების დროებზე ვერ ვთანხმდებით, სირთულეები გვაქვს ტექსტის განაწილების დროს, იმას რომ მაგალითად, სხვადასხვა იდეა მოგვდის და კარგია, რომ დიზაინერები არიან ჩართულები, თორემ ეს პროექტი რთულად განვითარდებოდა, იმას, რომ მაგალითად, მეგობრები ვიყავით მე და ანა და ახლაც მეგობრები ვართ.

თუკი სკოლის ასაკში თქვენთვის თმა მოუწიწკვნიათ, უფრო ეგეთი თემაა ჩემი და ანას ურთიერთობა, რადგან გადაცემაში ყველაფერი არ ჩანს და ალბათ არც უნდა ჩანდეს, ამაზე ალბათ გადაცემის შემდეგ ვისაუბრებთ, როდესაც მორჩება პირველი გადაღებები, მანამდე მე ვფიქრობ, რომ ჩემსა და ანას ურთიერთობაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მე და ანა ადრე ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით და ახლა კიდევ უფრო ახლო მეგობრები ვართ.

ჩვენთან რომ შემოდის წერილები, იბეჭდება, შემდეგ გუნდი ვსხდებით და ვარჩევთ ხოლმე ერთ-ერთს. ტექსტი, კიბეზე არბენა, რეპლიკა, ყველაფერი ხდება იმ მომენტში, არაფერი არაა დადგმული. ყველა გადაცემა, რაც კი არის ტელევიზიაში, არცერთი არ კეთდება წინასწარ დაწერილი ტექსტით, მაგიტომ ვამბობ, რომ ეს არის სხვანაირი გადაცემა და არის ქართულისა და ამერიკულის ნაზავი რეალურად, რადგან ხელოვნურად არ ხდება ეს ყველაფერი.

მე ვფიქრობ, რომ გუნდი არის მნიშვნელოვანი და ისეთ გუნდთან ერთად ვმუშაობ, როგორთან ერთადაც მინდოდა მუშაობა და მიხარია და გადაღებაზე რომ მივდივარ, ვხვდები, რომ ძალიან კარგი რაღაც მოხდება, იმიტომ რომ ოპერატორებიან დაწყებული პროდუსერებით დამთავრებული არის ძალიან კარგი გარემო.

ეს პროექტი გაგრძელდება ალბათ სეზონის ბოლომდე და მანამდე ყველას აქვს საშუალება, რომ გადმოაგზავნოს წერილი და ყველამ ერთად დავუკაკუნოთ კარზე გავახაროთ ადამიანები.

ახალი სეზონი იქნება თუ არა, ალბათ სექტემბრიდან გავიგებთ.

R

ზუგდიდში  „გორგიას“ ახალი ფილიალი გაიხსნა

თბილისში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ იხსნება

ევექსი კლინიკები სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით მომხმარებელს საქართველოს ბანკის 0%-იან განვადებას სთავაზობს