ავტორი:

"ლარი რომ მყარდება, სასიამოვნოა, მაგრამ…" - თემურ ჭყონიას თქმით, ლარის დასტაბილურების მიზეზი აუხსნელია

"ლარი რომ მყარდება, სასიამოვნოა, მაგრამ…" - თემურ ჭყონიას თქმით, ლარის დასტაბილურების მიზეზი აუხსნელია

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ბოლო დღეების განმავლობაში ეროვნული ვალუტის გამყარების მიზეზებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ლარის დასტაბილურების გამომწვევი ფაქტორები აუხსნელია.

აღნიშნულ თემაზე ჭყონია BM.GE-სთან საუბრობს.

"ლარი რომ მყარდება, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენ როგორც ვერ ავხსენით, რატომ იყო ასეთ მდგომარეობაში, ისე ვერ ავხსნით, რატომ მყარდება. იქ რომ საუბრობენ, ტურისტები შემოვიდა და რაღაცო... არამგონია, ერთ დღეში იმდენი ტურისტი შემოვიდეს და იმხელა ფული დახარჯოს, რომ ერთ თვეში ეკონომიკური ზრდა დაიწყოს.

ეს არის მანიპულაცია, ეს არის არასწორი ეკონომიური ხედვები, ეს არის კომუნისტური და რუსული მენტალიტეტით დატვირთული საზოგადოება, რომელსაც ფუნდამენტალური ცვლილება სჭირდება. ამიტომ ლარი შეიძლება კიდევ გამყარდეს. მე ვფიქრობ, რომ მაინც პოლიტიკური სტაბილურობა მოხდა" - ამბობს ჭყონია.

მარიამ საჯაია ცნობილ ფოტოგრაფზეა შეყვარებული - როგორ ცხოვრობს წყვილი ულამაზეს გარემოში, რომელიც ექსდეპუტატმა თავად შექმნა

საქართველოში შესაძლოა, ახალი უქმე - "მამის დღე" დაწესდეს - საკითხზე პარლამენტში იმსჯელებენ

თეა წულუკიანი მცხეთაში, მეუღლესთან და შვილთან ერთად - ფოტოები სვეტიცხოვლის ტაძრიდან