ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილს არ ვეთანხმები, საქართველოს ჰესები სჭირდება" - რომან გოცირიძე

"მიხეილ სააკაშვილს არ ვეთანხმები, საქართველოს ჰესები სჭირდება" - რომან გოცირიძე

"ვერასდროს დავუჭერ მხარს ისეთ ლოზუნგს, როგორიც არის "არა ჰესებს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, „არა ჰესებს“ ნიშნავს, არა საქართველოს განვითარებას.

ამასთან, გოცირიძის თქმით, ის უთანაგრძნობს პროტესტის მონაწილეებს.

"ჰესების ერთ-ერთი კონტექსტი იყო, რომ მოდი, სახელმწიფომ ააშენოს. რას ნიშნავს იცით სახელმწიფომ ააშენოს და უცხოელმა ინვესტორმა არ ააშენოს? თუ დავკონკრეტდებით, მუსულმანმა ინვესტორმა არ ააშენოს, უფრო თუ დავკონკრეტდებით, თურქმა ინვესტორმა არ ააშენოს - ყველანაირად მავნებლურია ეს თეზისი. ამიტომ, ამ მოძრაობას ერთის მხრივ, ვუთანაგრძნობ, სწორია, როდესაც ამხელენ ხელისუფლების არასწორ ქმედებებს , კორუფციულ ინტერესებს ამ პროექტებში, არასაჯაროობას და არასათანადო მომზადებას ასეთი დიდი პროექტებისა. მეორეს მხრივ ვერასდროს დავუჭერ მხარს ისეთ ლოზუნგს, როგორიც არის „არა ჰესებს“. „არა ჰესებს“ ნიშნავს, არა საქართველოს განვითარებას, ვინაიდან, ეს არის ჩვენი სიმდიდრე. ჩვენ მეტი არაფერი არ გვაქვს. არ ვართ გაზისა და ნავთობის ქვეყანა. ეს რესურსები უნდა გამოვიყენოთ“, - განაცხადა გოცირიძემ.

წამყვანის კითხვაზე, ანუ, თქვენ არ ეთანხმებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პათოსში, რომ საქართველოს აქვს შანსი იყოს ენერგოდამოუკიდებელი დიდი ჰესების გარეშეც, ამ ეტაპზე, რომან გოცირიძემ უპასუხა, რომ არა.

„არა, არ ვეთანხმები. საქართველოს ჰესები სჭირდება იმის გამო, რომ განვითარდეს ის, რაც მიხეილ სააკაშვილმა გადაიღო და მართლაც ძალიან შთამბეჭდავია“, - აღნიშნა გოცირიძემ.

"დღეს საქართველოს პროკურატურა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი, ეფექტიანი და გამჭვირვალე სახელმწიფო სისტემაა" - პრემიერი

"პარტიის წევრი არ ვარ, ბატონი გიორგის მეგობარი ვარ... აქ ვიყავი, როგორც მისი მხარდამჭერი" - კახა საბანაძე

"არასდროს არავისი პროექტი არ ვყოფილვარ... ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია არ მქონია" - გიორგი გახარია