ავტორი:

რა ურთიერთობა აქვს მარიამ საჯაიას ცნობილ ფოტოგრაფთან - ექსდეპუტატის საინტერესო ცხოვრება ქალაქგარეთ

რა ურთიერთობა აქვს მარიამ საჯაიას ცნობილ ფოტოგრაფთან - ექსდეპუტატის საინტერესო ცხოვრება ქალაქგარეთ

4 წლის წინ ყოფილი პარლამენტარი მარიამ საჯაია საცხოვრებლად მუხრანში გადავიდა. ქალაქში ცხოვრებაზე უარის თქმა ახალგაზრდა ქალისთვის ერთგვარი გამოწვევა აღმოჩნდა. თავიდან მეუღლე, ზურა ქავთარაძესთან ერთად კარავში ცხოვრობდა. ამასობაში სახლიც აშენდა და მარიამი, ზურასთან და შვილთან ერთად, რომელიც ქალს პირველი ქორწინებიდან ჰყავს, ქალაქგარეთ დასახლდა.

"არემარე"“ - ასე დაარქვეს საცხოვრებელს, სადაც წყვილი სოფლის მეურნეობას ეწეოდა და თავად მოჰყავდათ პროდუქტები. პანდემიის დაწყებისას, როდესაც ქალაქის მაცხოვრებლებს ახალ ყოფასთან შეგუება ძალიან გაუჭირდათ, მარიამი „არემარედან“ ხშირად აქვეყნებდა სტატუსებს, საიდანაც ჩანდა, რომ ქალის ბედნიერ ცხოვრებაში რეალურად უარესობისკენ არაფერი შეცვლილა.

თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რამდენიმე თვეა რაც მარიამი და ზურა ერთმანეთს დაშორდნენ. ზურამ მუხრანი დატოვა, მაგრამ როგორც Ambebi.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, საკუთარ ოცნებაზე უარი არ უთქვამს.

"ბულაჩაურში სახლის გარდა, მეორადი მასალით დამხმარე ნაგებობაც ავაშენეთ, სადაც სახელოსნო უნდა გამეკეთებინა. ამისთვის პროექტი დავწერე, ხეზე უნდა მემუშავა და ბავშვებისთვის მესწავლებინა მეორადი ხის მასალითა და მდინარიდან ამოტანილი ხით მისი დამუშავება. ამ იდეას ახლა სხვაგან დავნერგავ. ბულაჩაურთან შევიძინე ტერიტორია, ლამაზი ადგილია და "მწვანე ბანაკთან" ერთად შევუდგები საქმეს...“ - ამბობს ზურა.

მუხრანში კი მარიამი შვილთან ერთად განაგრძობს ცხოვრებას. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომელიც მარიამს ფოტოგრაფ ივანე გოლიაძესთან აქვს გადაღებული. ივანე გოლიაძის ფოტოარქივში ბევრი შიშველი ფოტოსესიაა.

"ადამიანს, რომელსაც რამეზე დათანხმება სჭირდება, ვერ გადაიღებ. ხანდახან ისეთ ხასიათზე ვარ, შიშველი გოგონას გადაღება სულაც არ მინდა და შეიძლება, მოხუცები გადავიღო. ჩემს ფოტოებში სიშიშვლე ესთეტიკურად და ლამაზად არის გადაღებული და მთავარი ეს გახლავთ. ჩემთვის იდეალური სამყარო თავისუფალია, მაგრამ ეთიკურ ნორმებში ჩამჯდარი…" - ამბობდა ივანე წლების წინ ჟურნალ რეიტინგთან ინტერვიუში.

მარიამი და ივანე სოციალურ ქსელში საერთო ფოტოებს ხშირად აქვეყნებენ. თუმცა როგორც მარიამი ამბობს, მათ მხოლოდ მეგობრობა აკავშირებთ.

"იყო დრო ცოტა არ იყოს "პარკეტზე გაზრდილის" კატეგორიაში უფრო ვიყავი. ასე 12-სკენ გაღვიძებით, ქრონიკული უკმაყოფილებით, მუდმივი უმოძრაობით. ახლა მზესთან ერთად ვიღვიძებ, ჩიტუნების მსგავს განწყობაზე ვარ და რეაქტიული ძრავი შემეჯიბროს უშრეტ ენერგიაში. კავშირი შედგა. ყველაფერს თავის ადგილას აყენებს ბუნება ბუნებრივად...დილამშვიდობის ზეციურო ქმნილებებო… ჩვენ ასეთები ვართ.."

"ბოლო ორი დღე მშენებელი ვიყავი, წინა დღით - ბოშა მოგზაური, იმის წინ - ნეგევ-ბედუინების მეუდაბნოე. დღეს საქმიანი პეპელა ვარ აგერ სრულიად ორგანულია ეს ყველა ნატურა ჩემთვის. და თუ ვინმეს ჯერ კიდევ ჰგონია, რომ ერთი ადამიანი ერთი "ტიპაჟია", ყველაზე სამწუხარო ალბათ ამაში ერთფეროვანი ცხოვრებაა და მაინც მჯერა რო გოგოებს ძაან გვყავს ეს ბრჭყვიალა სხვადასხვა გოგოები შიგნით, ქალობას გაუმარჯოს და კიდევ დედაჩემის ზმანებს..." - წერს სოციალურ ქსელში მარიამი.

ივანე გოლიაძე ერთხელ უკვე იყო დაოჯახებული და პირველი ქორწინებიდან პატარა გოგონა მირცა ჰყავს. ფოტოგრაფი მარიამ საჯაიას ფოტოს აქვეყნებს და წერს...

"ჰამაკში ქანაობს დაღლილი, მე მივედი, თავზე დავადექი გამხმარი ლელივით. მეც ცოტა დაღლილი ვარ (ის უფრო, მე გვიან დავიწყე საქმე). ჰამაკის რითმს ტანს ვაყოლებ, მას გონია, რომ დაღლილობისგან გავრეკე და ვქანაობ... არა და ე.წ "სმაზის" გადაღება მინდოდა… ძალიან ხარსხიანი არ გამოვიდა, მაგრამ მთავარი ფოტოში განწყობა და ხასიათია, ხო და აქ ეგ არის...“ - წერს ივანე.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 705 ახალი შემთხვევაა - რამდენი პაციენტი გარდაიცვალა და როგორია ბოლო დღე-ღამის ტესტირების შედეგები

მართლმადიდებელი სამყარო ამაღლებას ზეიმობს

"ნამახვანჰესის“ პროექტი ვეღარ განხორციელდება და ამ ნაწილში ვიწონებთ პრემიერის განცხადებას" - რას პასუხობს ვარლამ გოლეთიანი ღარიბაშვილს?