"ექსპო ჯორჯიაში", სადაც გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობა უნდა გაიმართოს, ძმები არველაძეები მივიდნენ

"ექსპო ჯორჯიაში", სადაც გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობა უნდა გაიმართოს, ძმები არველაძეები მივიდნენ

"ექსპო ჯორჯიაში", სადაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობა უნდა გაიმართოს, ძმები - რევაზ და არჩილ არველაძეები მივიდნენ.

არჩილ არველაძემ მედიასთან განაცხადა, რომ პარტიის ყრილობაზე სტუმრად არის დაპატიჟებული. კითხვაზე, აპირებს თუ არა გიორგი გახარიას გუნდში პოლიტიკურ აქტიურობას, არველაძემ თქვა, რომ მედიას 1-ელ ივნისს ინფექციურ საავადმყოფოში პირველ საათზე ეპატიჟება, სადაც ვაქცინაციის ჩატარებას აპირებს და კომენტარს მაშინ გააკეთებს.

რაც შეეხება რევაზ არველაძეს, მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ კომენტარს მედიასთან ყრილობის დასრულების შემდეგ გააკეთებს.

ცოტა ხნის წინ "ექსპო ჯორჯიაში" ასევე მივიდა ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ნემსაძე.

"მიშელის დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს, რომელი სიტყვა შეუსრულებიათ" - რას წერს შალვა პაპუაშვილი

"10-15 წლის წინ, ჰესის აშენების მომხრე ვიყავი - ასეთი ჰესები უკვე პროგრესული აღარაა, ეპოქა და კონტექსტი შეიცვალა" - სააკაშვილი

რას აცხადებენ აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა იმის შესახებ, რომ "ნაცმოძრაობა" შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს