ავტორი:

რუსთავის "აზოტის" მიმდებარედ, არხში მეორე დღეა მამაკაცს ეძებენ - რას ამბობენ ოჯახის ახლობლები

რუსთავის "აზოტის" მიმდებარედ, არხში მეორე დღეა მამაკაცს ეძებენ - რას ამბობენ ოჯახის ახლობლები

რუსთავში, სს ,,აზოტის" მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ არხში, მეორე დღეა 50 წლამდე ასაკის მამაკაცის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, მამაკაცი არხში სათევზაოდ ჩავიდა, რა დროსაც წყლის დინებამ გაიტაცა.

საძიებო სამუშაოებში ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის რუსთავისა და თბილისის სამსახურის 40-მდე მაშველი, ასევე 2 აკვალანგისტი.

მამაკაცის საძიებო სამუშაოების ჩასატარებლად, არხში წყლის დონის ხელოვნურად დაკლება მოხდა.

ნასვამი მძღოლი, რომელსაც მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ავტობუსს დაეჯახა - პოლიციამ იგი მალევე დააკავა

მტკვარში, სავარაუდოდ, 21 მაისს გაუჩინარებული დავით ზუბიაშვილის ცხედარი იპოვეს

ტყიბულში ავარიის შედეგად ორი მამაკაცი დაიღუპა - გარდაცვლილები თანასოფლელები და ერთმანეთის ახლობლები არიან