ავტორი:

"მე-15 დღეა სრული კოშმარის, სიცხე ისევ მაქვს, რომ მეგონა წავიდა-მეთქი, მაშინ აღარ მეყო ჰაერი და კლინიკა დამჭირდა" - ჟურნალისტი სოფო ზურებიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

"მე-15 დღეა სრული კოშმარის, სიცხე ისევ მაქვს, რომ მეგონა წავიდა-მეთქი, მაშინ აღარ მეყო ჰაერი და კლინიკა დამჭირდა" - ჟურნალისტი სოფო ზურებიანი კორონავირუსით დაინფიცირდა

ჟურნალისტი სოფო ზურებიანი კორონავირუსის გართულების გამო, კლინიკაში აღმოჩნდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოსტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს:

"პასუხი კითხვაზე - სად გაქრა სოფო?

მადლობა, რომ ასე გიყვარვართ. ახლობლებმა იციან, მაგრამ იმდენი ადამიანი მწერს და მკითხულობს, მოვიკრიბე ძალა და აქ დავწერ, აქამდე ამის თავი უბრალოდ არ მქონდა.

ერთი წელი მსდია კორონამ ფეხდაფეხ და მაინცდამაინც მაშინ დამეწია, როცა აცრის შესაძლებლობა გაჩნდა ჩემი ასაკობრვი კატეგორიისთვის. ნუ "ფაიზერი" და "ასტრაზენეკა" ასაკობრივად ვერ, მაგრამ ჩინური "სინოფარმის" უცებშევსებული ადგილების ძიებაშიც უშედეგოდ გავატარე ერთი კვირა კომპიუტერთან და ყოველთვის "ცხვირწინ ამაცალეს" თბილისში ან თბილისიდან 2 საათის სავალზე პოტენციური თავისუფალი ადგილი. მოკლედ, ვერ ვიყოჩაღე და აი, სწორედ ხელჩაქნეულს და "ფაიზერის ივლისის" მომლოდინეს რამდენიმე დღეში დამეწია კორონავირუსი.

დღეს მე-15 დღეა სრული კოშმარის - სიცხე ისევ მაქვს, მაგრამ, საბედნიეროდ, არა 39 როგორც პირველი 11 დღე მუდმივად. რომ მეგონა გავუძელი და წავიდა-მეთქი, მაშინ აღარ მეყო ჰაერი და კლინიკა დამჭირდა. კიდევ კარგი ბოჭორიშვილის კლინიკაში მოვხვდი. საუკეთესო პროფესიონალების გარემოცვაში, რომლებიც 24 საათის განმავლობაში წარმოუდგენლად შრომობენ ადამიანების გადასარჩენად და თან შესანიშნავად გამოსდით. ამაში პირადად ჯერ კიდევ დეკემბერში დავრწმუნდი, როცა აქ მამა გამომიჯანმრთელეს კორონასგან. დამჯერი პაციენტი ვარ და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება. როდის? მალე! თარიღს ნუ მკითხავთ, კორონას თურმე თარიღების დათქმა არ უყვარს მიხარია, რომ კლასტერი არ მყავს. შაბათს ამიწია სიცხემ და ოჯახის წევრებსაც კი არ გადავდე.

#აიცერით #სულერთიარამეთი

ახლანდელ ფოტოს არ დავდებ. აი, ასე უნდა ვიყო მალე - ჩემს თავს პირობა პირველი დღიდან მივეცი.

#შეხვედრამდე", - წერს სოფო ზურაბიანი.

"ღრუბლების გავლით, ულამაზეს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში" - რა ფოტოს აქვეყნებს კარლ ჰარცელი "ტვიტერში"

"მე და კრავაიკო" - ანა დოლიძე შვილთან ერთად გადაღებულ უსაყვარლეს ფოტოს აქვეყნებს

"ჩემზე გასაგებია, მაგრამ ბავშვებმა რა დააშავეს? ძალიან სამწუხაროა" - რას საყვედურობს გიორგი უშიკიშვილი ეთნოგრაფიულ მუზეუმს?