ავტორი:

მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანიელ გვილავა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა - "განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგი ქმედებებს..."

მიტროპოლიტმა სტეფანემ იღუმენი დანიელ გვილავა სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა - "განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგი ქმედებებს..."

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა სტაფანემ იღუმენი დანიელ გვილავა განკვეთა და მღვდლის ხარისხი ჩამოართვა.

„განიკვეთოს სამღვდელო ხარისხიდან იღუმენი დანიელი გვილავა, რომელსაც აკრძალული ჰქონდა მღვდელმსახურება, მაგრამ მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა განაგრძობდა ეკლესიის საწინააღმდეგი ქმედებებს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა ქადაგებისას.

მისივე თქმით, რაც შეეხება საეკლესიო ქონების აღწერას, რადგან ამის გაკეთება არ ისურვეს, აღწერა აუდიტის საშუალებით მოხდება.

„თუ ვთქვათ, ამ შემთხვევაში დაიწყებენ წინააღმდეგობის გაწევას, რეალურად დადგება საკითხი, რომ მართლა არსებობს რაიმე კორუფციული ინტერესი მათი მხრიდან, თუ ისე წავიდა საქმე, რომ სახელმწიფო აუდიტი უნდა ჩაერთოს ამ საქმეში, მერე არც ეს იქნება გამორიცხული,“ - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მამა დანიელ გვილავა კი აცხადებს, რომ აუდიტის წინააღმდეგი არ არის, თუმცა, მართვა-გამგეობის ვინმესთვის გადაბარებას არ აპირებს.

„ჯერ კაცი უნდა იყო და მერე უნდა გახდე მღვდელი სტეფანესგან განსხვავებით, სტეფანე გახდა ეპისკოპოსი, მაგრამ კაცი ვერ გახდა. ის არასდროს მიღიარებია ეპისკოპოსად და არც ვაღიარებ. ვიცხოვრებ მონასტერში, გავაგრძელებ ბერულ ცხოვრებას, მოუვლი ჩვენს ნაშრომს, ნაოფლარს, აუდიტის წინააღმდეგი არ ვარ, ამას სულ ვამბობდი, მოვიდნენ დაათვალიერონ, ნახონ რომ ყველაფერი ადგილზეა, მაგრამ მართვა-გამგეობას არავის გადავაბარებ“, - განაცხადა მამა დანიელ გვილავამ.

იტალიის ქალაქ ლეჩეში საქართველოს მოქალაქეს, 40 წლამდე თემურ მოსაშვილს ეძებენ

საქართველოში კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა გასულ 24 საათში და როგორია ეპიდვითარება ქვეყანაში

"ეტყობა, რაღაცაზე იჩურჩულეს "მეგობრებმა" - კადიროვი ჩეჩნეთ-საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე კვლავ ალაპარაკდა - როგორ ეხმიანება საზოგადოება ინიციატივას?